
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას შეუერთდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.
სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ელისეის სასახლე დატოვეს და ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე გაემგზავრნენ.
ზელენსკისთან შეხვედრამდე მენაუელ მკარონმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ეს პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ აშშ-ის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.





