• October

    30

    2025
  • 34
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – კუპიანსკში ვითარება ისევ რთულია, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ძალებს მეტი კონტროლი აქვთ, განვაგრძობთ პოზიციების დაცვას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კუპიანსკში ვითარება ისევ რთულია, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ძალებს მეტი კონტროლი აქვთ, განვაგრძობთ პოზიციების დაცვას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინის სამხედრო ძალებს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში „მეტი კონტროლი“ აქვთ.

„კუპიანსკში ვითარება ისევ რთულია, მაგრამ ამ დღეებში ჩვენს ძალებს მეტი კონტროლი აქვთ, განვაგრძობთ პოზიციების დაცვას“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეტალურად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისა და გენერალური შტაბის უფროს ანდრეი გნატოვს ფრონტის ყველა მიმართულებაზე არსებულ სიტუაციაზე.

„ყველაზე რთული სიტუაცია ახლა პოკროვსკის მიმართულებითაა. იქ, ისევე, როგორც წინა კვირებში, საბრძოლო მოქმედებები დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს , რუსული ძალების ძლიერი კონცენტრაციით. ოკუპანტები ყველა მეთოდით ცდილობენ განმტკიცებას“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor