• March

    15

    2025
  • 74
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის ოლქში ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა

ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის ოლქში ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კურსკის ოლქში ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კურსკის ოპერაციის ამოცანა იყო „რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიდან, ხარკოვის მიმართულებიდან და სუმიდან სხვა მიმართულებით გადასროლა”.

„პოკროვსკის მიმართულებაზე — სიტუაცია დასტაბილურდა, ისევე როგორც ხარკოვის მიმართულებაზე. მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ჩვენს მებრძოლებს კურსკის ოპერაციისთვის. მე ვთვლი, რომ ამ ოპერაციამ თავისი ამოცანა შეასრულა“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

„მგონია, რომ პუტინის რეაქციაში, რომელიც გუშინ ვნახეთ, უფრო მეტი ტრაბახი იყო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მოსაზრებით, პუტინის განცხადება მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაჭიანურებას. მისივე თქმით, ეს იყო პუტინის მცდელობა, ეთქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობას, თუმცა საკუთარი პირობებით.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა „ტერიტორიების საკითხზე“, რაც მისი თქმით, არ ყოფილა ნახსენები 11 მარტს აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მიერ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

„ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც გუნდებმა შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს, ტერიტორიების საკითხი არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი არ წამოჭრილა. სხვადასხვა საკითხი იყო წამოჭრილი. ცეცხლის შეწყვეტა განბლოკავს მხარეების გზას ომის დასრულებისკენ, ხოლო ტერიტორიები, მე ვთვლი, რეალურად იქნება ის წერტილი, რომელიც ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ომის დასრულების შესაძლებლობას იძლევა“, – თქვა ზელენსკიმ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor