• March

    6

    2025
  • 73
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ჩვენ ამას ვგრძნობთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა ევროპელ ლიდერებს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ჩვენ ამას ვგრძნობთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერთა საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შესანიშნავია გადაწყვეტილება ახალი ევროპული უსაფრთხოების პროგრამის გაზრდის შესახებ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპელ ლიდერებს, ევროპულ საბჭოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის დაწყებისთანავე იგრძნობოდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და გასულ კვირას, თქვენ ჩვენ გვერდით იყავით. რა თქმა უნდა, ყველა უკრაინელისგან, ჩვენი ერისგან ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ მარტო არ ვართ და ეს მხოლოდ სიტყვები არაა, ჩვენ ამას ვგრძნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ძლიერი სიგნალები გქონდათ უკრაინელი ხალხისა და მებრძოლების, სამოქალაქო პირებისა და ჩვენი ოჯახების მიმართ. სიგნალები, რომ გაიზრდება ჩვენი წარმოება და გაიზრდება ახალი ევროპული უსაფრთხოების პროგრამა. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებებია. შესანიშნავია, რომ მარტო არ ვართ, ეს ვიცით. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა მოწვევისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor