• March

    20

    2025
  • 76
  • 0
ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა.

ზელენსკის თქმით, გუშინდელი სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა მას ჰკითხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ.

„მას ვუთხარი, რომ თუ არ არის უკრაინული, არავისთვის არ იმუშავებს. ეს უკანონოა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, განვკარგოთ ეს სადგური, რადგან არის სახელმწიფო საკუთრებაში. უკრაინა მზად არის, განიხილოს უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურების ინვესტიციების საკითხი და მათი მოდერნიზაცია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპთან საკუთრების საკითხზე არ გვისაუბრია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor