
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა დავამყაროთ მყარი საფუძველი აშშ-სთან თანამშრომლობისთვის, ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად
ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, ისეთზე, როგორიც დიდი ხანია, არ ყოფილა, პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის პირობებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ლონდონის სამიტი მიეძღვნა უკრაინას და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს. ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის – როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა დავამყაროთ მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის, ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად. ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, ისეთზე, როგორიც დიდი ხანია, არ ყოფილა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის პირობებს. უახლოეს მომავალში მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების სერია. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის ძალისხმევისთვის უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისთვის. ერთობლივ ძალას შეუძლია, დაიცვას ჩვენი მომავალი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.




