• October

    5

    2023
  • 99
  • 0

ვოლოდიმირ ზელინსკი : ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული გამოწვევა არის ერთიანობის გადარჩენა ევროპაში

ყველა ჩვენგანის წინაშე არსებული გამოწვევა არის ერთიანობის გადარჩენა ევროპაში. და მე ვსაუბრობ არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, არამედ მთელ ევროპაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მისვლისას განაცხადა.

„მეორე საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, არის თავდაცვის ფარის ქონა ზამთრისთვის, რადგან ზამთარს რუსეთი სხვადასხვა ტიპის რაკეტით, მათ შორის ირანული დრონებით თავდასხმებს განახორციელებს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია და ძალიან უცნაური ხმები ისმის. ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს, ხომ არ ღელავს იმის გამო, რომ აშშ-ის დროებით ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის განკუთვნილი თანხა არ არის გათვალისწინებული.

„ჩემი აზრით, უკრაინაში ღელვა ომის პირველივე დღეს შევწყვიტეთ, ახლა ღელვა უკვე გვიანია, ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. მე ვიყავი ვაშინგტონში წელს, შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს და მივიღე 100-პროცენტიანი მხარდაჭერა თეთრი სახლისგან, ასევე, ორპარტიული მხარდაჭერა მქონდა კონგრესში. ახლა აშშ-ში რთული საარჩევნო პერიოდია, სხვადასხვა ხმა ისმის, ზოგი ხმა ძალიან უცნაურია. ამის შესახებაც ვისაუბრებთ დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor