• March

    26

    2025
  • 252
  • 0
ზაზა ბუაჩიძე : ,,ჩვენ ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ ჯანსაღი გენოფონდი და ვიზრუნოთ მათ მომავალზე – აღვზარდოთ ისინი ღირსეულ პირებად ! ამ მიზნების მისაღწევად ჯანმრთელობა აუცილებელია, რისი პირველი მტერიც ნარკოტიკია”

ზაზა ბუაჩიძე : ,,ჩვენ ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ ჯანსაღი გენოფონდი და ვიზრუნოთ მათ მომავალზე – აღვზარდოთ ისინი ღირსეულ პირებად ! ამ მიზნების მისაღწევად ჯანმრთელობა აუცილებელია, რისი პირველი მტერიც ნარკოტიკია”

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ გამორჩეული პროფესიონალი, ცნობილი ადვოკატი ზაზა ბუაჩიძე, რომელიც საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, მისი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მაღალი კვალიფიკაციით გვესაუბრება საქართველოში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ. 

ამავდროულად, ბატონი ზაზა ბოლო დროს შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას პოზიტიურად აფასებს და მიესალმება. 

,,GEO NEWS” ზაზა ბუაჩიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა. 

-ბატონო ზაზა, საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, რამდენად დროული იყო ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და ამ მიზნით, სათანადო სამართლებრივი ცვლილებების განხორციელება ?

-დღემდე არსებული კანონმდებლობით და ხელისუფლების მიერ ნარკოდამოკიდებულთა მიმართ შემსუბუქებულმა მიდგომამ, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანა. ფაქტობრივად, ცვლილებების განხორციელება ცოტა დაგვიანებულიც კი გახდა…

ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, რამაც  საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ქალი თუ კაცი, მოზარდი თუ ასაკოვანი, სხვადასხვა სახის ნარკოტიკს მოიხმარს კლუბებში, უბნებში, სადარბაზოებში, სკვერებში, ქუჩაში და ის ადვილი ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის. მარიხუანას მოხმარებამ ხომ საერთოდ პიკს მიაღწია. მას უკვე სიგარეტის მაგივრად ეწევიან, რისი მოხმარებაც სკოლის ასაკის მოზარდებშიც ფიქსირდება. სწორედ ამან გამოიწვია საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის აღშფოთება და საჭირო გახდა ხელისუფლების მხრიდან, მკაცრი ზომების მიღება, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და კანონმდებლობის დონეზე ცვლილებების განხორციელება, რასაც საზოგადოება მიესალმება. 

-გამართლებულია თუ არა ნარკოტიკის გასაღებისთვის ისეთი მაღალი სასჯელის დაწესება, როგორიც სამუდამო პატიმრობაა ?

-მიმაჩნია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებისთვის დამნაშავისათვის უნდა იყოს უმკაცრესი სასჯელი, მათ შორის უვადო პატიმრობაც. პირს ვისაც შემოაქვს, ინახავს და ასაღებს დიდი ან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, მის მიმართ არავითარი შეღავათი არ უნდა განხორციელდეს, ვინაიდან მისი მსხვერპლი არა მარტო სტაჟიანი შემძენი ან მომხმარებლები არიან, არამედ მოზარდებიც და გოგონებიც, რომლებიც ჩვენი მომავალია და ჩვენ ვალდებული ვართ შევინარჩუნოთ ჯანსაღი გენოფონდი და ვიზრუნოთ მათ მომავალზე – აღვზარდოთ ისინი ღირსეულ პირებად ! ამ მიზნების მისაღწევად ჯანმრთელობა აუცილებელია, რისი პირველი მტერიც ნარკოტიკია. 

-თქვენი მოსაზრებით, დაახლოებით რა დროშია შესაძლებელი, რომ გვქონდეს მოლოდინი გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის მხრიდან ეფექტური შედეგების მიღებისა ?

-გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, პირველ ეტაპზე, აუცილებლად გაჭირდება ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთათვის სიმკაცრესთან შეგუება, მაგრამ საზოგადოებას ესაჭიროებოდა ცვლილებები კანონის გამკაცრების კუთხით, რასაც უმოკლეს პერიოდში დაინახავს ყველა.

დაბოლოს, ჩვენ  ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ერისა და მომავალი თაობის გაჯანსაღებისათვის, ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია ! 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor