• February

    5

    2026
  • 46
  • 0
,,ზამთრის სკოლა” გრუნის სტუდენტებისთვის

,,ზამთრის სკოლა” გრუნის სტუდენტებისთვის

თუ ხარ გრუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი და გსურს ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის პრაქტიკული უნარების განვითარება.

გრუნი გთავაზობს “ზამთრის სკოლაში” მონაწილეობის შესაძლებლობას -სამდღიან ინტერაქტიულ ტრენინგებს კახეთში, რომელიც მოიაზრებს :

ჯგუფური აქტივობებს
როლურ თამაშებს
კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების პრაქტიკული უნარების განვითარებას

აქტივობები ჩატარდება შემეცნებით და სახალისო ფორმატში და მათ გაუძღვებიან მოქმედი, სერტიფიცირებული მედიატორები.

თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, უნივერსიტეტისა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისგან“.

ზამთრის სკოლის ჩატარების თარიღები: 20 – 23 თებერვალი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე, რომლის შედგენის დროს, უნდა გაითვალისწინო შემდეგი:

რატომ უნდა შეირჩე შენ, ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის;
გაქვს თუ არა გამოცდილება ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების სფეროში და/ან როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის მიზნებისა და პირადი განვითარებისათვის;
რა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში (გლობალური მიზნები).

სამოტივაციო წერილი კი, უნდა გამოგზავნო მისამართზე: winterschool@gruni.edu.ge

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor