
ზაქარია ქუცნაშვილის ახალი იერიში ,,GEO NEWS-ის დამფუძნებელზე ?!
რამდენიმე დღის წინ, ,,GEO NEWS-მა გამოაქვეყნა ხმამაღალი სტატია, რომელიც ეხებოდა ყოფილი პარლამენტარის, ზაქარია ქუცნაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ დევნას მედიის დამფუძნებლის, ქეთევან ხომერიკის მიმართ.
სტატია მკაფიოდ უსვამდა ხაზს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც, როგორც პოლიტიკური, ისე პიროვნული მოტივებით იმართება და რომლის უკან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის და ჩვენი სანდო წყაროების ინფორმაციით, სწორედ ქუცნაშვილი დგას.
თუმცა, მოვლენები ამ სტატიის გამოქვეყნებით არ დასრულებულა – პირიქით, ისინი შემაშფოთებელი გაგრძელებით გამოირჩნენ. კერძოდ, პუბლიკაციის გასვლიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, უკვე მერამდენედ ქეთევან ხომერიკის ავტომობილი აღმოჩნდა მიზანში მორიგი თავდასხმისა ( ავტომობილის დაზიანების, კერძოდ, ქურდობის მუხლით არაერთი საქმეა აღძრული დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს მე-4 სამმართველოში ) , რაც ცხადად მიანიშნებს, რომ ქუცნაშვილის მხრიდან დაწყებული ზეწოლის კამპანია კვლავ გადადის აშკარა მავნებლობაში.
ქეთევან ხომერიკმა საკუთარი მანქანა იმ დილით საბარგულ ახდილი, რეგისტრატორ ჩამოგდებული და მანქანის გასაღებზე რეაგირების უუნარო მდგომარეობაში დახვდა. როგორც ამბობენ, მანქანის მართვის სისტემაში აშკარად ჩარეული იყვნენ გარე პირები – ეს არ გახლავთ ვანდალიზმის, ან უბრალო ხულიგნობის შემთხვევა – ეს არის მიზანმიმართული შეტევა ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუცნაშვილის დაუოკებელი ვნება ხომერიკის დისკრედიტაციისა და დაშინების მიმართ ყველა ფარგლებს სცდება და მასზე უკვე სამართლებრივი რეაგირებაც აუცილებელი ხდება, თუმცა მერამდენედ…
საინტერესოა, რომ მსგავსი „პასიური აგრესიის“ მეთოდები ზაქარია ქუცნაშვილს ადრეც აღენიშნებოდა. მან წარსულშიც არაერთხელ მიმართა იმგვარ ქმედებებს, რომელთაც სქესისა და ოჯახის წინააღმდეგ აგრესიის ნიშნები ჰქონდა, რაც, კიდევ უფრო ამძიმებს მის საზოგადოებრივ პროფილს.
როგორც ,,GEO NEWS-ის რედაქციაში აღნიშნავენ, ქუცნაშვილის საქციელი არაერთხელ იყო პირადი შურისძიების ნიშნით მოტივირებული და სწორედ ამიტომ მის მიერ მართული კამპანია მოიცავს, როგორც საინფორმაციო თავდასხმებს, ისე ფსიქოლოგიურ წნეხს და ამჯერად უკვე ფიზიკური საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებსაც.
რაც ყველაზე საგანგაშოა, ქუცნაშვილის მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებები ჟურნალისტის პირად სივრცეში შეჭრას წარმოადგენს, მცდელობას, რომ თავისუფალი სიტყვისთვის მოღვაწე ქალი ჟურნალისტი იყოს დაშინებული და გაქრეს მედია-სივრციდან.
ქეთევან ხომერიკი წლებია მტკიცედ დგას პროფესიულ ღირებულებებზე, იცავს გამოხატვის თავისუფლებას და ჟურნალისტიკის პრინციპებს, რაც, როგორც ჩანს, მიუღებელია იმ წარსულის პოლიტიკოსებისთვის, ვინც კრიტიკულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად დევნას და შანტაჟს ირჩევს.
ამ ეტაპზე საზოგადოებისა და სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. არ შეიძლება, რომ ქუცნაშვილივით გავლენიანმა ადამიანებმა დაუსჯელად მოახდინონ ზეწოლა ჟურნალისტებზე. ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი ქალის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად არ უნდა დარჩეს აღქმული – ეს არის შეტევა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.
ჩვენ, როგორც მედია, უკან არ დავიხევთ და კვლავაც გამოვავლენთ ქუცნაშვილსა და იმ პირებს, ვინც მასთან ერთად ჩვენი დამფუძნებლის და მედიის წინააღმდეგ მოქმედებენ.
,,GEO NEWS” აგრძელებს სიმართლის თქმას. ქეთევან ხომერიკი კი არ არის მარტო, მის გვერდით დგას საზოგადოება – კეთილი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ პოლიტიკური გავლენებით სარგებლობას საზღვარი უნდა დაედოს.
გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”