
ზაქარია ქუცნაშვილი პათოლოგიურ დევნაში და მარაზმატიკულ ქცევებშია მხილებული ?
,,GEO NEWS”-მა 25 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით : ,,პროკურატურის მზაობა, დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოს ხელშეშლილი საქმიანობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სახალისო მოლოდინი “.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენ მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული არაერთი მასალა მივუძღვენით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაბუდებულ, წინა ხელისუფლებისგან გადმოყოლილი საბოტაჟნიკების მხილებას, რასაც დღემდე განვაგრძობთ. აღნიშნულ თემაზე სტატიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს პორტალზე.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ჩვენი ყურადღება დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოზე იქნა აქცენტირებული, ვინაიდან სწორედ მათ კომპეტენციაშია 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენი დამფუძნებლის ქეთევან ხომერიკის მიმართ ჩადენილი დევნის, ბულინგის, ფსიქოლოგიური ტერორის ფაქტები, რასთან ერთადაც, ადგილი ჰყონდა ე.წ. ყოფითი კრიმინალის გამოვლინებებსაც ( სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქეთევან ხომერიკის ავტომობილის სხვადასხვა ნაწილების ქურდობისა და დაზიანებების ფაქტებზე ) . მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არც ერთ ხსენებულ საქმეზე, მე-4 სამმართველოს რაიმე სახის კონკრეტული შედეგი არ დაუდია. მათ მაქსიმალურ დახმარებას წარმოადგენდა ერთგვარი ,,კეთილი რჩევა”, რომ საკითხისთვის ყურადღება არ მიგვექცია და მნიშვნელობა არ მიგვენიჭებინა, თუმცა წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, ქალბატონი ქეთევანის არაერთი გამოკითხვა ჩატარდა, ზოგ შემთხვევაში დღე-გამოშვების ინტერვალით.
დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოში არაერთი პროფესიონალი გამომძიებელია, რომლებმაც მონდომება არ დააკლეს საქმეების გამოძიებას, მიუხედავად ამისა, შედეგი ნულია. მკითხველი იფიქრებს, რომ ერთადერთი ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ არ ხდება პროგრესი გამოძიებაში, შესაძლებელია იყოს მე-4 სამმართველოს უფროსის ბატონი გიორგი პაპიძის მხრიდან პროფესიული დაინტერესება შედეგზე არ გასვლისა, თუცა ეს ასე არ არის. ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, როგორც ბატონი პაპიძის, ისე მისი მოადგილის ბატონი კახა რაზმაძის მიმართ, ადგილი აქვს ისეთი ტიპის ხელის შეშლას, რაც მათ პროფესიონალიზმსა და მოწადინებას ზღუდავს. არ აძლევს შესაძლებლობას ჭეშმარიტება დაადგინონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დანაშაულთა უკან, საკმაო გავლენის მქონე პირი დგას, რომელიც საკუთარ გავლენებსა და ფინანსურ შესაძლებლობებს ბოროტად იყენებს და საკუთარი ავადმყოფური ზრახვების შესანიღბად არანაკლებ დანაშაულებზე მიდის.
ბოროტმოქმედის ,,ფესვები” გენერალური პროკურატურის გარკვეულ ეშელონებსაც სწვდება, ასევე ,,სუსი”-ს ზოგიერთი არაკეთილსაიმედო პასუხისმგებელი თანამშრომლის მოსყიდვასაც გულისხმობს.
ამ თემაზე გამოქვეყნებულ წინა მასალებში ბოროტმოქმედზე მიმანიშნებელი აქცენტი ,,ნაციონალების” ხელისუფლების შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გარშემოც კი იქნა გაკეთებული, თუმცა მრავალ წყაროსთან ინფორმაციის კომპლექსური გადამოწმების შედეგად, გაირკვა, რომ მერაბიშვილის კი არა ( რომელსაც საკუთარი თავი გასჭირვებია ) არამედ ,,ქართული ოცნებიდან” გაძევებული დეპუტატ-ყოფილის და თაღლითი თურქის ერთ დროს საქმიანი პარტნიორის თუ მფარველის ზაქარია ქუცნაშვილის აშკარა სილუეტი იკვეთება.
ამ სულიერად დაავადებული სუბიექტის მხრიდან, არაერთი დანაშაულის ჩადენის შედეგად, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ მის მიმართ სათანადო შემაკავებელი ზომები გატარდებოდა, რამეთუ, როგორც ჩვენთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც კარგადაა ცნობილი, ზაქარია ქუცნაშვილის არაჯანსაღი ინტერესი ქალბატონი ქეთევან ხომერიკის მიმართ, რაც წლების წინ დაიწყო და 2017 წელს საზოგადოება ამ თემაზე საჯაროდ ინფორმირებულიც იქნა. თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელ დღემდე ეს ავადმყოფი სუბიექტი მართლმსაჯულებისაგან თავის არიდებას ახერხებს. უფრო მეტიც, ბატონ გიორგი პაპიძეზე და ბატონ კახა რაზმაძეზე განხორციელებული ,,მბოჭავი” ზეწოლის გათვალისწინებით, ეს საცოდავი, დაავადებული ზაქარია ქუცნაშვილი ჯერ-ჯერობით გამოკითხვაზეც არ მიუყვანიათ.
ქუცნაშვილი ჯერ კიდევ მისი პირველი მხილების შემდგომ იყენებდა რა იმ გარემოებას, რომ ,,ნაციონალების” დროს ,,კუდის” მიერ იქნა გააგენტებული, პლუს ნავირთხალი ფულის გადახდებით ,,სუს”-ის საეჭვო რეპუტაციისა და დღეს პატიმრობაში მყოფი თანამდებობის პირის სოსო გოგაშვილის კაბინეტში დიდ დროს ატარებდა, შედეგად, მას სავარაუდოდ ახლაც იმედი აქვს, რომ კვლავ ხელს დააფარებენ და ის შემდგომშიც დაუსჯელად შესძლებს საკუთარი ავადმყოფური გონების კარნახით სხვადასხვა სახის კრიმინალ-მარაზმატიკული ქმედებების ჩადენას. სინამდვილეში ის ქაოსს ქმნის, რათა ამით აიძულოს ქალბატონი ქეთევანი მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვას და დააპირისპიროს პოლიტიკურ და ძალოვან წრეებთან. რის შესახებაც ჩვენი არაერთი წყარო დეტალურად გვიყვება.
ჩვენ გვინდა, მივმართოთ, მის ყოფილ კოლეგებს, რომელთა ღირსებაშიც ეჭვი არ გვეპარება, თუმცა ზაქარია ქუცნაშვილის მდაბიო ქცევების გამო ვარაუდობთ, რომ ისინი შესაძლოა, ერთგვარი ზეწოლის ქვეშაც კი იმყოფებოდნენ. ამიტომაც, მივმართავთ და ხმამაღლა საჯაროდ ვაფრთხილებთ ( მასთან ჯერ კიდევ იძულებითი კომუნიკაციის მქონე სულ რამდენიმე ყოფილ და მომქმედ დეპუტატს, მაგ : ისეთს, როგორიც დიმიტრი ხუნდაძეა და ა.შ. ), რომ თავი შეიკავონ ამ დაავადებული პირის მხარდაჭერისაგან, რამეთუ, ისიც კარგად ვიცით, თუ როგორ ცდილობს აღნიშნული სუბიექტი ჩვენი მედიის დისკრედიტაციას და რესპონდენტების ,,ჩახსნას”.
ზაქარია ქუცნაშვილის მიერ განხორციელებული დევნა ქალბატონი ქეთევან ხომერიკის მიმართ მისი და მისი კოლეგების მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების გამოა განპირობებული. ამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა ზაქარია ქუცნაშვილის არალეგიტიმური კავშირი ერთგვარი გავლენით ვაჭრობაში და ,,დაკრიშვაში” ერთ-ერთი თურქული ჯგუფის მიმართ, რაზეც შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება.
ეს ბატონი ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული, ახლაც ცდილობს კონკრეტული ,,ლიმონების” ფასად, კორუფციული გარიგება დაულაგოს ერთ-ერთ ბიზნესმენს, დეტალებს შემდგომში დაწვრილებით მოგახსენებთ.
ამ ეტაპზე კი, ჩვენ უკვე მიმართული გვაქვს სათანადო ფორმით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის მათი კომპეტენციის ფარგლებში და როგორც მათგან, ისე დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 სამმართველოსგან ველით კონკრეტულ შედეგს. ჩვენ ფაქტები გვაქვს – კარგად შეიარაღებულები ვართ.
უკან დასახევი ყველა ხიდი დამწვარია და რუბიკონი გადალახულია.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, თამთა მაისურაძე
,,GEO NEWS”