• March

    26

    2025
  • 70
  • 0
ზოგიერთი კადრი მთელ ეპოქას იტევს….

ზოგიერთი კადრი მთელ ეპოქას იტევს….

ზოგიერთი კადრი მთელ ეპოქას იტევს – ის უძლებს წლებს და ჰყვება ამბავს, რომელიც გვახსენებს ჩვენს ისტორიას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დაიწყო ახალი რუბრიკა – „ერთი ფოტოს ისტორია“, სადაც გაგიზიარებთ უნიკალურ კადრებს და მოგიყვებით მათ შესახებ.

ფოტოს ავტორი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ბესო ჩუბინიძე იხსენებს :

,,ეს ფოტო გადაღებულია 1993 წლის 14 ივლისს, სოხუმში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობასთან. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მე სოხუმში ჩავედი და მინისტრთა საბჭოში შევხვდი ჟიული შარტავას რაღაც საკითხთან დაკავშირებით. ამ ‘’ბეტეერს’’, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, თეთრი საღებავით ეწერა’’ რეინჯერი;’’ ეს მეომრები კი კასპის ბატალიონის წევრები არიან. აი, ამ ბიჭებმა, მინისტრთა საბჭოს შენობიდან, დაბომბილი ეშბას ქუჩის გავლით, მიმიყვანეს იმ ადგილამდე, სადაც ჩემი შენაერთი_რუსთავის ბატალიონი იდგა. ეშბას ქუჩის ბოლოში იდგა 3 თექვსმეტსართულიანი კორპუსი _’’ახალი რაიონი’’ ერქვა იმ ადგილს, (მდინარე გუმისთამდე სანამ ჩახვიდოდი), აი, სწორედ იქ იდგნენ ჩემი ბატალიონის მეომრები. სამწუხაროდ, ფოტოზე აღბეჭდილი მეომრების სახელები არ მახსოვს, მაგრამ ის არასოდეს დამავიწყდება, რომ სწორედ მათი დახმარებით საკვები მივუტანე რუსთავის ბატალიონის მეომრებს. სანამ ეშბას ქუჩისკენ დავიძრებოდით, ვთხოვე, ფოტოს გადაგიღებთ-მეთქი… ასე შემორჩა ეს კადრი ჩემს არქივს…’’

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor