• January

    15

    2025
  • 116
  • 0
ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 13 იანვარს, აქციაზე დაკავებული „დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც მარიამ სიჭინავას აცხადებს, ჯარიმას არ გადაიხდის.

“სიმართლე გითხრა ამის მოლოდინი არ მქონდა და მზად ვიყავი 10-15 დღე ან რამდენსაც მომისჯიდა უსამართლო სასამართლო გამეტარებინა იზოლატორში, სადაც არაჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. ერთადერთი, რაც მუდმივად მაინტერესებდა, ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც გარეთ დარჩნენ, ხომ არ იყვნენ დაკავებული, მხოლოდ ამაზე ვდარდობდი. ბრალდების მხარის მტკიცებულებაზე იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ ეს ადამიანები ემსგავსებიან „მგზავრის წერილებში“ რუსი ოფიცერი რომ არის და ჰგონია, დიდ სამეცნიერო მიგნებას მიაკვლია და უნდა , მთელ მსოფლიოს გააცნოს. შაქრის ქუდს პოულობს საშაქრეში ბუზების მოთავსებით, ამ ბუზებს იჭერს და მერე ათავსებს. ამ რეჟიმშია ზუგდიდის პოლიცია გადასული, რადგან ჰგონიათ, რომ დიდ კრიმინალს აკავებენ ქუჩაში პიროტექნიკის სროლის გამო. ჯარიმას, რომლის გადახდაც სასამართლომ დამაკისრა, არ გადავიხდი “, – განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

ცნობისთვის, მარიამ სიჭინავა ზუგდიდში პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა . მან საპროტესტო აქციაზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ მიმდინარეობდა, ფეიერვერკი გამოიყენა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor