• October

    26

    2024
  • 59
  • 0
ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ

ზუგდიდში ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ.

მოქალაქეები ქუჩებში ავტომობილებით და დროშებით გადაადგილდებიან და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ.

ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ.

მხარდამჭერებთან ერთად ცესკოს წინასწარი მონაცემების გავრცელებას, სადაც მმართველი პარტია ლიდერობს შეუერთდა ,,ქართული ოცნების,, დელეგატი დავით კოდუა, რომელმაც ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას გადაუხადა.

კოდუა ამბობს იმასაც, რომ ის მომდევნო ოთხ წელში სრულად განახორციელებს დაგეგმილ პროექტებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი დღის განმავლობაში არსებული დარღვევების ფონზე, რასაც საარჩევნო გარემოზე მნიშვნელოვანი ეფექტები არ მოუხდენია, ზუგდიდში საარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

ავტორი – ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor