
ზურაბიშვილის მოუსვენრობა და დასავლეთის მაქსიმალური ზეწოლა საქართველოზე
დასავლეთი კოლექტიური ,,ნაცმოძრაობისა” და პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილის ხელით ქართველი ხალხის შანტაჟს განაგრძობს. კერძოდ, თითქოსდა, ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება – ეს არის შანტაჟისა და ბრალდებების მთელი რიგი კასკადი, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვა ნახა.
არადა, საქართველომ ,,ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით, არა ერთხელ დაამტკიცა ერთგულება ევროკავშირის მიმართ. მხოლოდ ივანიშვილის გუნდის პირობებში მოხდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაცია კონსტიტუციით განსაზღვრა. დასავლეთს კი, პრობლემა ახლა ქართველ ხალხთან და ამ ხალხის მერ არჩეულ ხელისუფლებასთან აქვს. მიზეზი მარტივია – საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი და ქვეყანა მისი ეროვნული დღის წესრიგით, კულტურით და ტრადიციული ფასეულობებით ხელმძღვანელობს.
დასავლეთს სახელისუფლებო გუნდიდან, არა ერთხელ და მკაფიოდ უთხრეს, რომ ამ ქვეყნის ბედი, ვერც ბრიუსელში და ვერც ბერლინში გადაწყდება. ეს არის მრავალი საუკუნის ქვეყანა მისი ტრადიციული და ქრისტიანული ფასეულობებით და საქართველოს მომავალს მხოლოდ ქართველი ხალხი გადაწყვეტს.
დასავლეთი გაწბილებული დარჩა ,,ქართული ოცნების” გამბედაობით და ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” მიღებული კანონით, რომელიც ,,ლგბტ” პროპაგანდის შემცირებას გულისხმობს და, რომელიც ასე ჭარბობს ევროპაში. დასავლეთი კანონის გაწვევას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. მათ ნათლად დაანახეს თბილისიდან, რომ ის ხაზი, რაც მათ ქვეყნებში აქტიურია ,,ლგბტ” პროპაგანდის კუთხით საქართველოში შემცირდება.
ირაკლი გუნია




