
ზურაბიშვილი და ,,ნაცხროვა” ,,მოუკლავი დათვის ტყავს” ვერ იყოფენ ?
დასავლეთიდან მართული პრეზიდენტის შეცვლილი პოლიტიკური თამაში.ზურაბიშვილის ,,ქართული ქარტიით” გათვალისწინებული შეთანხმება, რომელსაც ხელს რადიკალური ოპოზიცია აწერს, შესაძლოა ფურცელზე დარჩეს.
თუ აქამდე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ის ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნებამდე დაასახელებდა, ამჯერად მან ეს დაკვეთა, რომელსაც დასავლეთიდან იღებდა არ შეასრულა. მაშინ ამგვარად ფიქრობდა, თუმცა დღეს ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ დაასახელებს. რაც თავისთავად ზრდის რისკს, რომ პრეზიდენტი კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობასთან” ერთად არჩევნების შემდგომ, რევოლუციური სცენარისთვის ემზადება.
გარდა ამისა, ქარტიით გათვალისწინებულ სხა პუნქტებზე დესტრუქციული ოპოზიცია და ე.წ პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან, რასაც რადიკალები არ მალავენ.
თემას ,,ქართულ ოცნებაში” ეხმაურებიან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად არ მიიღო. მმართველი პარტია აქვე პრეზიდენტს იმასაც ახსენებს, რომ კონსტიტუცია არა ერთხელ დაარღვია და ვადაზე ადრე იმპიჩმენტის წესით იქნება გადაყენებული.
ირაკლი გუნია





