
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება
დასავლეთიდან მართული სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდეorbბა.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის ( ბუნდესტაგის ) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდოდნენ.
შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
შეკრებილების თქმით, აქციის მიზანია ევროპელ პარტნიორებამდე მათ მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის მიტანა – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ამასთან, ორბელიანების სასახლესთან აქციაზე „კოალიცია ცვლილებების“ გარდა იმყოფებიან ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენლებიც.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





