• September

    23

    2023
  • 127
  • 0
ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თანათავმჯდომარეობით, აშშ-ში საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჯგუფის წევრებს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ დავნერგეთ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, რაც, დღევანდელი მდგომარეობით, 2 300-ზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება. ვმუშაობთ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უშუალოდ მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფარმაცევტული დანახარჯების შესამცირებლად.
ვამაყობ, რომ საქართველო, იაპონიასა და ტაილანდთან ერთად, თანათავმჯდომარეა საყოველთაო ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფში (UHC), რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა გაერო-ს წევრი ქვეყნებისთვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის 2030 წლის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor