• June

    11

    2025
  • 61
  • 0
ზურაბ ხაჩიძე : ,,თუ ,,დიფ-სთეითი” ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება პირიქით, თანადგომას და მხარდაჭერას ჰპირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც თანაბარ პარტნიორს”  

ზურაბ ხაჩიძე : ,,თუ ,,დიფ-სთეითი” ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება პირიქით, თანადგომას და მხარდაჭერას ჰპირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც თანაბარ პარტნიორს”  

,,ჯანსაღი დიალოგის აღდგენისათვის საქართველო-ამერიკას შორის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რასაც პერსპექტივაში აუცილებლად მოჰყვება ურთიერთობის საბოლოოდ გადატვირთვა, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებით”, – აცხადებს ,,GEO NEWS” – თან საუბრისას მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, ბატონი ზურაბ ხაჩიძე.

ბატონმა ზურაბმა, ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად გააანალიზა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, სახელმწიფოს ოპოზიციის ზრახვები და დაგვანახა უახლოესი პერსპექტივები საქართველო-აშშ-სა და ზოგადად ქართული პოლიტიკური რეალობისა.

ჩვენი მკითხველი კვლავ დარწმუნდება ბატონი ზურაბის ინტელექტუალური გონების ღრმა შესაძლებლობებში და უდავოდ ბევრ საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ნახავს ამ ინტერვიუში.   

როგორც ცნობილია, საქართველოს აშშ-ში ახალი სრულუფლებიანი ელჩი ჰყავს. ამის ფონზე მნიშვნელოვანია თქვენნაირი ანალიტიკური თვალთახედვის მქონე პოლიტიკოსის მიმდინარე მოვლენების საერთო შეფასება – რა პერსპექტივაა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით ?

-აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს თუ დავაკვირდებით, ნათლად გამოიკვეთება პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებასა და ,,დიფ-სთეითს” შორის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლის სურათი, რომელიც ქუჩის აქციებსა და შეტაკებებშიც კი გადაიზარდა. როგორც ჩანს, საქართველოში იტესტებოდა რევოლუციის განხორციელების ის სცენარი და მექანიზმები, რომლის გამოყენებასაც ცდილობენ დღეს შტატებში.

შიდა პროცესების პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბუნებრივია მოქმედებს საგარეო ფრონტზეც, სამხრეთ კავკასიისადმი და კერძოდ საქართველოსადმი, რომ მათ ინტერესი არ განელებულათ, ეს მრავალგზის დააფიქსირეს – თუ ,,დიფ-სთეითი” ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, აშშ-ს მოქმედი ხელისუფლება პირიქით, თანადგომას და მხარდაჭერას ჰპირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც თანაბარ პარტნიორს !

ჩვენი ხელისუფლების და აშშ-ს მოქმედი ხელისუფლების კურსებს შორის თანხვედრა აშკარა გახდა ჯერ დეკლარირების დონეზე, სახეზეა ფუნდამენტურ ღირებულებათა თანხვედრაც, თუმცა გადატვირთვისთვის კონკრეტული ქმედითი, ორმხრივი ნაბიჯები იყო გადასადგამი – სწორად ასეთი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში ორივე სახელმწიფოს მხრიდან. გავიხსენოთ, რომ ჩვენი ელჩის დანიშვნას წინ უსწრებდა საქართველოში აშშ-ს ელჩის „პენსიაში გასვლა“, ვსაუბრობთ იმ ელჩზე, რომელიც ჩვენთან ჩამოსვლამდე ცნობილი იყო, როგორც „რევოლუციების მოწყობის დიდოსტატი“, ასეთი ელჩის ჩახსნა უნდა აღვიქვათ მეგობარი სახელმწიფოს მიერ გადმოდგმულ შემხვედრ ნაბიჯად. ჩვენმა ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ვაკანტური ადგილი მყისვე შეავსო. დიახ, ჯანსაღი დიალოგის აღდგენისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რასაც პერსპექტივაში აუცილებლად მოჰყვება ურთიერთობის საბოლოოდ გადატვირთვა, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებით.

მოგვიახლოვდა ადგილობრივი არჩევნები. პროვოკატორმა ოპოზიციამ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები განიცადა. რადგანაც ,,დიფ-სთეითისთვის” დავალების ვერ შემსრულებელი ქართული ფსევდო ოპოზიცია უინტერესო შეიქმნა, როგორია თქვენი ანალიტიკური შეფასება – ჩაერთვება თუ არა ყველა ოპოზიციური ძალა ადგილობრივი არჩევნების ფერხულში ?

-მოდით, დავაზუსტოთ, დღეს ხელისუფლებას ოპოზიცია არ ჰყავს, პოლიტიკურ სარჩულს ამოფარებული ის ძალები, რომლებიც ოპოზიციონერობანას თამაშობენ, არიან უცხოეთიდან დაფინანსებული და ჩვენს სამშობლოში დონორების ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბუნებრივია, ეს ჯგუფები ოპონირებენ არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ოპონენტი კი მოყვარე ვერ იქნება !

როდესაც ვახსენებთ პოლიტიკურ ველზე გავლენის მოსახდენად უცხოეთიდან შემოსულ თანხებს და დონორებს, ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა გზა ,,დიფ-სთეითამდე” მიდის, ანუ ოპოზიციის საფარქვეშ მყოფი ყველა ჯგუფი იმართებოდა ,,დიფ-სთეითის” მიერ პირდაპირი, თუ ირიბი მეთოდებით, მიუხედავად აღნიშნული ჯგუფების მარვალჯერადი წარუმატებლობებისა, დონორები კვლავ დააფინანსებენ მათ წელს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებში ჩასართავად. დააკვირდით პარტიების ლიდერების რიტორიკასაც, ყოველდღიურად იცვლიან პოზიციებს აჩევნებში ჩართულობის აუცილებლობის სასარგებლოდ. დიახ ( სახელმწიფოს ), ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში წარმოდგენილი იქნება ძირითადი ბირთვით.

დაბოლოს, ბატონო ზურაბ, დღეს განსაკუთრებილი აქტუალურობა შეიძინა არალეგალური იმიგრაციის პრობლემებმა, რასთან დაკავშირებითაც შსს-ს ინიციატივით კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სამართლებრივი რეგულაციები დროულად ამოქმედდეს და დაეხმაროს ქართველ სამართალდამცავებს არალეგალური შემოდინების მართვაში ?

-მიგრაციის ლიბერალურმა პოლიტიკამ ევროპის დემოგრაფიული სურათი რადიკალურად შეცვალა, მსგავსი ცვლილება კი ისტორიისთვის უმოკლეს პერიოდში პოლიტიკურ და წარმოიდგინეთ, რომ გეოგრაფიულ სურათსაც შეცვლის.

სხვა სახელმწიფოების პრეცენდენტების შესწავლის საფუძველზე, ჩვენი ხელისუფლება ფრთხილობს და ახორციელებს კანონმდებლობის სრულყოფას თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ – მნიშვნელოვანია დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლება, უპირველესად კი ჩვენი მოქალაქეებისა;

საკითხი ვერ შეეხება მხოლოდ არალეგალებს, საკმაოდ მნიშვნელოვანია ლეგალურად შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონმდებლობის მოქმედების ჩარჩოების სწორი განსაზღვრა. 

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor