• February

    6

    2026
  • 51
  • 0
თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღინიშნა

თავდაცვის სამინისტროში კიბერუსაფრთხოების დღე აღინიშნა

თავდაცვის სამინისტრო 6 თებერვალს კიბერუსაფრთხოების დღეს აღნიშნავს. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, მზარდი კიბერსაფრთხეებისა და უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებს შორის, კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და მისი კიდევ უფრო განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. მან ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების, ადამიანური და ფინანსური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.

შეხვედრაზე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და სტუმრებს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურსა და მინისტრის მოადგილეს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო 2014 წლის 6 თებერვალს შეიქმნა. კიბერუსაფრთხოების როლის, კიბერთავდაცვის სისტემის განმტკიცება საქართველოს თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor