• April

    16

    2025
  • 60
  • 0
თამაზ მოლაშვილი – სულხან მოლაშვილი როგორ კამერაშიც შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ ნახევარი საათით, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, ეყოთ ამდენი მოფერება

თამაზ მოლაშვილი – სულხან მოლაშვილი როგორ კამერაშიც შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ ნახევარი საათით, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, ეყოთ ამდენი მოფერება

დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

თამაზ მოლაშვილი იხსენებს, რომ სულხან მოლაშვილის ციხეში წამებასთან დაკავშირებით მოგვიანებით იტყობდა ხოლმე, როცა მოლაშვილის თქმით, „ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა“.

„სულხანს როდესაც აწამებდნენ, თავადაც იძახდა, თავზე წამოცმული მქონდა რაღაცო, ამის შესახებ ერთი-ორი თვის შემდეგ ვიგებდით რაღაცნაირად, ვიღაც რაღაც ამბავს გამოიტანდა. თუნდაც C ჰეპატიტზე. ერთი თვე როგორ გავიდა, რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით, C ჰეპატიტი ჰქონდა თუ არა. მერე და მერე ისეთი ამბები გამოჰქონდათ, რომ ტირილი კი არა, ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე. დედა გარდამეცვალა, მამა, ძმა, მეუღლე, ყველა ხომ უბედურებაა, მაგრამ შვილი? მტერს არ ვუსურვებ, ეს სულ სხვა გრძნობაა. ასე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

თამაზ მოლაშვილს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა:

„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით, მას არავინ აწამებს, აქვს ტელევიზორი, სრულფასოვანი პირობები. რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი? ალბათ გვისმენს, სააკაშვილი, სადაც არის, დღეს და ამდენი წლის შემდეგ, რა გაქვთ მისთვის სათქმელი?“, რაზეც თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა:

„სულხან მოლაშვილი უბედურ კამერაში შეაგდეს, მოკიდონ ხელი სააკაშვილს და მიიყვანონ იქ, შეაგდონ ნახევარი საათით, ხოლო რომ გამოვა, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას, აი, ასე ჰყავდათ შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი, კარგი იყო? ნეტა ასეთი რამ შეიძლებოდეს, რათა მასაც აგრძნობინონ, იქ რა არის, მაგრამ არა, წამოკოტრიალებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს, ამას ჰქვია დაპატიმრება? არა მგონია, ეგ დაპატიმრებული იყოს. კეთილი ინებონ და ჩვეულებრივ კამერაში გადაიყვანონ, ეყოთ ამდენი მოფერება“.

აღნიშნულის შემდეგ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თამაზ მოლაშვილს ეთანხმება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor