• October

    15

    2023
  • 101
  • 0
თამარ გაბუნია – კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

თამარ გაბუნია – კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი ნაწილი პაპილომავირუსს უკავშირდება, ეს არის ერთადერთი კიბო, რომლის თავიდან აცილება და საერთოდ ელიმინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის გზით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ განმარტა, კიბოს პრევენციისთვის, სახელმწიფო პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ახორციელებს. ამასთან, მიმდინარე წელს ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა.

„აცრის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და ახალი რეგულაციების მიხედვით, უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან -45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით. მომართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, რაც მოგვცემს საშუალებას, მოცირკულირე პაპილომავირუსები მინიმუმამდე შევამციროთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ევროპის რეგიონის 45 ქვეყანაში ტარდება, მათგან 20 ქვეყანა ცრის ორივე სქესის წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამეცნიერო მონაცემებით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა; მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას თითქმის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აცრის ჩატარება სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor