• October

    21

    2025
  • 204
  • 0
თამარ ( თათა ) გიორგობიანის „ფსიქოლოგიური“ ბრეიკ დაუნი, ყმუილი, მუქარა და SEU-ს დიპლომის აჩრდილი ?

თამარ ( თათა ) გიორგობიანის „ფსიქოლოგიური“ ბრეიკ დაუნი, ყმუილი, მუქარა და SEU-ს დიპლომის აჩრდილი ?

ნერვები ღალატობენ ,,ვარსკვლავებს” ? 

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ, მომღერალ-ფსიქოლოგ თამარ ( თათა ) გიორგობიანს რამდენიმე პუბლიკაცია ( იხ: ლინკები ჩვენს პლატფორმაზე ) მივუძღვენით, რასაც მისი კეთილისმსურველებისგან, ფანებისგან, ,,საქმიანი პარტნიორებისგან”, მეტიც ე.წ. კოლეგებისგან ჩვენი მისამართით ტალახის სროლა, ზეწოლა და ინტრიგა ინტრიგაზე მოჰყვა, რაც ცხადია უპასუხოდ არ დაგვიტოვებია. ჩვენ ეს კომპლექსიანი გოგონა არც კი გვახსოვდა, თუმცა თამარს არ მოასვენა ( არ ასვენებს ) გამჩენი და ამჯერად თავი ( ჩვეულად მორიგი ინტრიგით ) თავად შეგვახსენა, შესაბამისად, გადავწყვიტეთ გული არ ვატკინოთ და პასუხის ღირსად ჩავთვალოთ. 

მაშ ასე :

მომღერალ-ფსიქოლოგის, თამარ ( თათა ) გიორგობიანის ფაქიზმა ნერვულმა სისტემამ, როგორც ჩანს, ,,ფსიქოლოგიის” ყოველგვარი კანონი უგულებელყო და საბოლოო ჯამში, უმტყუნა კიდეც ნერვებმა ,,GEO NEWS”-თან. 

ეს ,,მუსიკისა და სულის ჰარმონიის” მქადაგებელი პერსონა ბოლომდე გაშიშვლდა და საზოგადოებას თავისი ნამდვილი, ფსიქო-დრამატული სახე წარმოუდგინა.

ჩვენი კონფიდენციალური წყაროების ინფორმაციით, ზუგს უკან საუბრები მალევე გადაიზარდა ნამდვილ ორფეოსულ მიწისქვეშეთში, სადაც ქალბატონი თათა, როგორც ამბობენ, წიოდა, კიოდა და იმუქრებოდა, მზად იყო, ,,თმაც კი დაეგლიჯა” ( ალბათ, სალონში ნაჯაფარი ) . ეს არ იყო უბრალო გაღიზიანება – ეს იყო შექსპირისეული სტილის მუქარათა ნაკრები, იმდენად დახვეწილი და შთამბეჭდავი, რომ ამ სცენის უშუალო მხილველს ერთი წამითაც არ გაუჩნდებოდა ეჭვი თათას შეურაცხადობისა და მენტალური ბრეიკ დაუნის ავთენტურობაში. კლინიკური სიმპტომატიკით გაჯერებული ეს სპექტაკლი, ალბათ, ნებისმიერ ფსიქიატრს საინტერესო კვლევის მასალას მისცემდა.

მკითხველს კარგად ახსოვს ჩვენი არაერთი საგამოძიებო-იუმორისტული სტატია, რომელიც მივუძღვენით ამ ლამაზი ქალბატონის, სავარაუდოდ, არასამართლიანად მოპოვებულ SEU-ს მაგისტრის დიპლომს და იმ კომიკურ პერიპეტიებს, რასაც მისი, როგორც ბენდის გოგონას, ფსიქოლოგობაზე პრეტენზია წარმოშობს.

გვახსოვს, როგორ ეპატაჟურად იკბინებოდა და გვპირდებოდა ,,ანგარიშსწორებას” გაკაპასებული ,,სეანსზე”…

მართალია, ეს ყოველივე ერთი შეხედვით ჰაერის რხევა, სასაცილო ფარული კამერა და იაფფასიანი დრამაა ( ერთი მათგანის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის მებრძოლი ,,პაციენტისთვის” ) , თუმცა, სიცილი წამიერად ყელში გვეჩხირება და ეს ფარსი ტრაგედიად გარდაიქმნება იმ წუთას, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ შესაძლოა, ამ მენტალურად არამდგრად, მაგრამ უდავოდ გალამაზებულ თოჯინას ვინმემ საკუთარი, ან კიდევ უარესი – შვილების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ანდოს !

ბოლოს და ბოლოს, ვის ანდობთ თქვენი ,,სულის ექიმობას” ? ადამიანს, რომელიც საკუთარ ნერვებს ვერ აკონტროლებს თუ SEU-ს დიპლომიან ვარსკვლავს, რომლის დიაგნოზია ( როგორც ჩანს )  – ,,აკუტური მუქარო-ის-გმინვა რხეოსი ” ?

პასუხი, ვფიქრობთ, ცინიკურადაც კი ნათელია…

სერიოზულად კი იმას დავძენთ, რომ თითქოსდა, ჩვენ მას ცილს ვწამებთ და მას კი განუზრახავს სასამართლოს წესით პასუხი გვაგებინოს, რაც ერთობ არასერიოზული გვეჩვენება, რადგანაც მომჩივანი აქამდეც მიმართავდა სასამართლოს, თუმცა მაინც წარმატებას ვუსურვებთ ამ გზაზე. 

დაბოლოს, მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა – რატომ ჰგონია თამარ ( თათა ) გიორგობიანს, რომ კრიტიკისაგან დაცულია ? ან შემთხვევით ხომ არ ეჩვენება, რომ მისი ვიზუალით მოხიბლული თაყვანისმცემლები აუკრძალავენ მედიას მასზე კრიტიკული მოსაზრებების გამოქვეყნებას ? ასეთი დაშვება ძალიან მძიმე შედეგს მოუტანს ყველა მსურველს და, პირველ რიგში, კვლავაც თავად თამარ ( თათა ) ფსიქოლოგის იმიჯს.

შეხვედრამდე თამარ, კივილ-წივილს და მუქარებს არ გირჩევთ, სხვაგან მოხვდი, ძვირფასო, სხვაგან !

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor