• November

    2

    2024
  • 81
  • 0
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციური პლატფორმის ქართულ სახელმწიფოზე ნეგატიურ გავლენას აფასებს და ქვეყნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას ხედავს

თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციური პლატფორმის ქართულ სახელმწიფოზე ნეგატიურ გავლენას აფასებს და ქვეყნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას ხედავს

საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები ,,GEO NEWS”-თან ინტერვიუში ,,ხალხის ძალის” წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ ჩიბურდანიძემ შეაფასა. ქალბატონმა თამარმა კომპეტენტურად და მოვლენების ღრმა გააზრებით უპასუხა ჩვენს შეკითხვებს.

ქალბატონო თამარ, როგორია თქვენი შეფასება ოპოზიციის ბოლოდროინდელი ქცევისა და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გათვალისწინებით ?

-ოპოზიცია არჩევნების შედეგებს, რომ არ აღიარებდა, ეს არჩევნებამდე ვიცოდით. ვიცოდით ისიც, რომ ლეგიტიმაციას არ მისცემდა დასავლეთიც. ეს მათ წინასწარ ჰქონდათ გაცხადებული და ამით აშინებდნენ ქართველებს, რომ ხმა არ მიეცათ ,,ქართული ოცნებისთვის”. დასავლეთიდან ქართველი ხალხის შანტაჟი დღესაც გრძელდება, თითქოსდა დაიხურა ჩვენთვის ევროპის კარი ამ არჩევნების შედეგებით.

რა შანსები ჰქონდა ქართულ ოპოზიციას საკუთარი მილიტარისტული მოწოდებების გათვალისწინებით ?

-ოპოზიციამ ზუსტად იცოდა, რომ არჩევნებში აგებდა და წინასწარ ემზადებოდნენ რევოლუციისთვის. ამიტომ, ახალი მათ განცხადებებში არაფერია. ისინი შეეცდებიან არეულობის შემოტანას ქვეყანაში, თუმცა, ძალოვანი უწყებები და შესაბამისი სამსახურები ამის საშუალებას არ მისცემენ.

სახელმწიფო, როგორც არასდროს, თავის სიმაღლეზეა და ვერავინ შეძლებს არაკანონიერი ქმედებების ტალღა ააგოროს. მათი მოწოდება, რუსთაველზე გაშალონ კარვები და გადავიდნენ დაუმორჩილებლობაზე, უპერსპექტივოა.

ამჯერად, გთხოვთ, ზურაბიშვილის არაკანონიერი ქმედებები შეგვიფასოთ. რამდენად შეიძლება ჰქონდეს ამ ქმედებებს ნეგატიური პოტენციალი ქვეყნისათვის ?

რაც შეეხება პრეზიდენტს, ის ხელმოცარული ,,მთავარსარდალია”, რომელმაც ბრძოლა წააგო. ბუნებრივია, პატრონები უცხოეთიდან პასუხს სთხოვენ, ამიტომ იძულებულია ვითომდა, გააგრძელოს ბრძოლა, შექმნას ილუზია თითქოსდა, ქუჩიდან გააკეთებს საქმეს. ამასობაში, მისი ვადაც ამოიწურება და ხელებს დაიბანს.

ქართულ ოპოზიციას თითქოს დაქსაქსულობა და დაბნეულობა ეტყობა, არ არიან კორდინირებულები, ამას როგორ ახსნით ?

-ოპოზიციის დაბნეულობა გამოწვეულია ერთის მხრივ, წაგებით და მეორეს მხრივ, დასავლეთის ლიდერშიპის ორაზროვანი განცხადებებით, რადგან ისინი ელიან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს. ამერიკაში ამ არჩევნების შედეგით რადიკალური ცვლილება მოხდება საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ უკრაინის ომის დასრულდებაა ჩვენთვის მთავარი.

ახალი წლიდან ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით გადაიტვირთება და საქართველო შეძლებს, როგორც მშვიდობის შენარჩუნებას, ასევე განვითარებას და ევროპული ოჯახის წევრობას.

რაც მთავარია საქართველო ამას გააკეთებს ღირსებით და ისე, რომ სრულად დაცული და გათვალისწინებული იქნას ჩვენი თითოეული მოქალაქის უნიკალურობა, ჩვენი პიროვნული იდენტობა, ისტორიულად კონსერვატიული განწყობა და საქართველოს ძირითადი ფასეულობები, მათ შორის, ის, რასაც ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი ჰქვია.

ირაკლი გუნია

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor