• December

    30

    2024
  • 119
  • 0
თამარ ჩიბურდანიძე :,,ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და მშვიდობა უნდა იყოს მომავალი წლის მეკვლეც, გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს”!

თამარ ჩიბურდანიძე :,,ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და მშვიდობა უნდა იყოს მომავალი წლის მეკვლეც, გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს”!

,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :

,,ხალხის ძალის” წარმომადგენელი – თამარ ჩიბურდანიძე;

გასრულდა კიდევ ერთი პოლიტიკურად დატვირთული, თუმცა გამარჯვებებით სავსე წელი ! 2024 წელი ნამდვილად ისტორიული წელია ბევრი მიმართულებით : დიდი მიღწევები ქართულ სპორტში, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ოლიმპიადაზე თუ სხვადასხვა ჩემპიონობაზე, მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებისგან აღიარებული საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები; საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და ახალი პრეზიდენტის არჩევით სრულიად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა.

წარმატებებთან ერთად იყო დიდი ბრძოლის, დიდი გამძლეობის და უფლისგან დიდი გამოცდის წელიც. საქართველომ კიდევ ერთხელ ბეწვის ხიდზე გაიარა. დასავლეთის ლიბერალებისგან დაფინანსებულმა და მართულმა ქართულმა ოპოზიციამ კიდევ სცადა სახელმწიფოს წინაშე გალაშქრება. საპარლამენტო არჩევნების შედეგის უარყოფა წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება იყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის, თუმცა, რევოლუცია არ შედგა და ვერც შედგებოდა. რევოლუციას სჭირდება ხალხი, ოპოზიციას კი ამისთვის საკმარისი მხარდამჭერი არ ჰყავს.

ოპოზიციის აგენტორულ თამაშს სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტი და სცადა ქვეყნის იმიჯის კიდევ ერთხელ განადგურება საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერც სალომე ზურაბიშვილს და ვერც უცხოელ პოლიტიკოსებს ხელისუფლებამ შანსი არ მისაცა საწადელი აეხდინათ. რუსთაველზე ერთთვიანი ქაოსი წარუმატებლად დასრულდა. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და შეუპოვრად იცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

რაც შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გლობალური პროცესების მომსწრე გავხდით. ლიბერალურ დასავლეთს ღიად დაუპირისპირდა ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონსერვატორული იდეოლოგიით ცდილობს შეცვალოს არსებული დოქტრინები. ტრამპის პოლიტიკა უკვე შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და ,,მსოფლიოს გმირად” წოდებულ ვლადიმერ ზელენსკი საკუთარ ინაუგურაციაზეც კი არ მიიპატიჟა.

2024 წელს მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის საუკეთესო დასაწყისი უვიზო მიმოსვლით და ანაკლიის პორტის მშენებლობით. ასევე, რუსეთის მხრიდან ავიარეისების აღდგენა, რაც პოზიტიურად აისახა ქართულ ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანი იყო ასევე საქართველოს შიდა რეგიონალური პოლიტიკის მიღწევებიც.

სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებს ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი კი ხვდება მტრისგან ორად გაყოფილი, პოლარიზებული, თუმცა, საბედნიეროდ მიზანი მაინც ვერ იქნა მიღწეული.

რას ვთხოვ ახალ წელს ? ყველაზე მეტად სწორედ ქართველი ერის ერთიანობას, ურთიერთსიყვარულს, პატივისცემას, პატრიოტიზმს და უფლის რწმენას ! ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და მშვიდობა უნდა იყოს მომავალი წლის მეკვლეც. სადაც ომია, იქ ტკივილია, იქ სიცოცხლე ვერ ხარობს. ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ და მხოლოდ გონებით უნდა ვმართოთ ქვეყანა.

გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს!

ვულოცავ თქვენს გამოცემას ! გისურვებთ საუკეთესო სიახლეებით სავსე წელს და კიდევ მეტ მიღწევებს !

ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული არ მოკლებოდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს !

მოამზადა – ირაკლი გუნიამ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor