
თამარ ჩიბურდანიძე : ,,26 ოქტომბრის არჩევნები ყველაფერს ისე დაალაგებს, როგორც ქართველ ხალხს სურს – საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო”
,,Geo News” გთავაზობთ ინტერვიუს ,,ხალხის ძალის,, წევრ თამარ ჩიბურდანიძესთან. მისი განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.
თამარ ჩიბურდანიძე : არჩევნებში რომ ,,ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს, ამაზე მიუთუთებს ოპოზიციის და მათი ლობისტების განცხადებები. ისინი არ საუბრობენ არჩევნებზე, ისინი საუბრობენ არჩევნების შემდეგ დღეებზე და გეგმავენ არეულობას. ამაზე მოწოდებები ისმის დასავლეთიდან. ისინი წინასწარ ქმნიან საზოგადოებრივ აზრზს არჩევნების გაყალბების შესახებ. ეს არის წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელზეც სურთ წამოაგონ ქართველი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდები.
რას ველით ჩვენ? ბუნებრივია ველით მათგან არეულობას, მაგრამ მსურს ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა. ამაში დარწმუნდნენ გაზაფხულზე , როდესაც ოპოზიციას სურდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა.
–ქალბატონო თამარ, წინასაარჩევნოდ დასავლეთის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევაზე რას იტყვით ? რას ნიშნავს ეს, რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას ?
-ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტები, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, რაც დღეს აქ ხდება.ასეთი პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და თან არჩევნებში, წარმოუდგენელია. ამერიკის საელჩოში მგონი ოპოზიციის შტაბია გახსნილი. უკან აღარაფერზე იხევენ, მოსწრებაზე არიან. იციან, რომ თავად ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კიდეც, რომ დარჩნენ დემოკრატები, მაინც შეიცვლება პოლიტიკა და იმ ვითარებაში ვეღარ მოახერხებენ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ამიტომ სრული რესურსით გადმოდიან შეტევაზე, რომ როგორმე მათი მონასავით მორჩილი ოპოზიცია მოიყვანონ ხელისუფლებაში, მაგრამ უშედეგოდ. 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაფერს ისე დაალაგებს, როგორც ქართველ ხალხს სურს.
– როგორ აფასებთ დასავლეთიდან მართული და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ქმედებებს ?
–სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ანტიკოსნტიტუციურ ქმედებებს. ის მოგზაურობს ევროპაში თვითნებურად და მართავს ოფიციალურ შეხვედრებს. რა თქმა უნდა, ის ემორჩილება დამკვეთებს და მათ სცენარს ფეხდაფეხ მიჰყვება. განსხვავება ის არის, რომ მისი გზაც ევროპისკენ მიდის და ჩვენიც, მაგრამ ჩვენ გვსურს ღირსებითა და ეროვნული იდენტობით შევიდეთ ევროკავშირში. მას ოპოზიციასთან ერთად სურს საქართველოს ისევ მორჩილებაში ყოფნა და სხვისი დაკვეთების შესრულება. ეს არ არის სუვერენული სახელმწიფო, ანუ ის, რასაც გვთავაზობენ, თითქმის იგივეა, როგორიც იყო საბჭოთა საქართველო. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი.
საქართველო ნებისმიერი კავშირის წევრი იქნება მხოლოდ ჩვენი თვითმყოფადობითა და ხელუხლებელი ტრადიციული კულტურით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიღებთ სიახლეს. ჩვენ მივყვებით პროგრესს, მაგრამ ვინახავთ წარსულსაც.
– მმართველი პარტიის მიერ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კანონის მიღება, დასავლეთიდან და კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის,, მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკის მიზეზი გახდა…
-,,ოჯახური ღირებულებების და სიწმინდის დაცვის შესახებ”კანონი დიდი ხანია ქართველი ხალხისა და ქართული ეკლესიის მოთხოვნა იყო. ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდეგ სერიოზული რისხვა მოდიოდა ხალხისგან ჩვენს წინააღმდეგ. უმცირესობებს არავინ ერჩის საქართველოში. ყველას აქვს უფლება ისე იცხოვროს, როგორც სურს, მაგრამ სხვისი უფლებები არ დააზიანოს. ჩვენს ქვეყანაში პირიქით ხდება, უმცირესობები ლახავენ უმრავლესობის უფლებებს.
ტრადიციული კულტურის სახელმწიფოებში ღირებულებები დაცული უნდა იყოს. პროპაგანდა აიკრძალა ამ კანონით და არა ვინმეს ცხოვრების უფლება. ეს არის მთავარი. განა, ეს არ იცის ამერიკამ ან ევროპამ ? იციან, მაგრამ იმიტომ გვაკრიტიკებენ, რომ ლიბერალები სწორედ ,,ლგბტ” პროპაგანდით ცდილობდნენ ჩვენი ფასეულობების განადგურებას, რაც იცავს ჩვენს იდენტობას.
საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. ევროპელობა სწორედ ეროვნული კულტურის შენარჩუნებასთან ერთად პროგრესის მიღებას ნიშნავს. ჩვენც სწორედ ამ გზას მივუყვებით.
ირაკლი გუნია





