• September

    22

    2025
  • 116
  • 0
თამთა მეგრელიშვილი : ,,საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და მოღალატე ოპოზიცია ამას ხელს ვერ შეუშლის” !

თამთა მეგრელიშვილი : ,,საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და მოღალატე ოპოზიცია ამას ხელს ვერ შეუშლის” !

თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ქალბატონი თამთა მეგრელიშვილი გამორჩეული ანალიტიკოსი და მაღალი კლასის იურისტია, რომელიც არაერთხელ წარმოჩენილა პროსახელისუფლებო პოზიციითა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი ერთგულებით.

მისი აზრები ყოველთვის გამოირჩევა მკაფიო ხედვით, ღრმა ანალიზით და ოპტიმიზმით ქვეყნის მომავლის მიმართ.

სწორედ ამიტომ, ,,GEO NEWS” მიიჩნევს მნიშვნელოვნად მისი ანალიზის მოსმენას იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ და სამართლებრივ ცხოვრებას განსაზღვრავს.

ამ ინტერვიუში თამთა მეგრელიშვილი აფასებს ქვეყნის სამართლებრივ გარემოს, სახელმწიფო სუვერენიტეტს, ფსევდო-ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმებსა და იმ ძირითად გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც აუცილებელია საქართველოს საბოლოო სამართლებრივი და სუვერენული განვითარებისათვის.

-ქალბატონო თამთა, თქვენ გამოირჩევით განსაკუთრებული ანალიტიკური ხედვით. როგორ შეაფასებთ დღევანდელ სამართლებრივ გარემოს საქართველოში და რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებს წარმატება მოუტანა ?

-სამართლებრივი გარემო თანმიმდევრული რეფორმების შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სამართლებრივი ჩარჩო უფრო პროგნოზირებადი და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც წარმატება განაპირობა, არის პოლიტიკური სტაბილურობა, ერთიანი ხედვა და რეფორმების გრძელვადიანი სტრატეგია. სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა მმართველ გუნდს, რომ გაეტარებინა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას, რიგ შემთხვევაში დასავლურ სტანდარტებთან აახლოებს, რიგ შემთხვევაში კი მასზე წინ აყენებს. მოქალაქეს კი სამართლიანობის განცდას უქმნის.

საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდამ, ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვამ და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა, როგორც ბიზნესის, ისე რიგითი მოქალაქეების ყოველდღიური ურთიერთობა სახელმწიფოსთან.

ეს ყველაფერი ქმნის სამართლებრივ გარემოს, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს უფრო დაცულად გრძნობს, ხოლო უცხოელი ინვესტორები უფრო დარწმუნებულად, რომ საქართველო არის პროგრესული და სტაბილური პარტნიორი.

-თქვენ, ჩვენთან წინარე ინტერვიუებში, არაერთხელ გაუსვით ხაზი სახელმწიფო ინსტიტუტების გამტკიცების მნიშვნელობას. როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარად დგას დღეს საქართველოს სუვერენიტეტი, რომ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება ?

საქართველოს სუვერენიტეტი დღეს გაცილებით მყარად აღიქმება, ვიდრე წლების წინ. ამის მთავარი საფუძველი არის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

სუვერენიტეტი ნიშნავს, არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ იმასაც, რომ ქვეყანას აქვს უნარი დამოუკიდებლად მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. სწორედ ეს უნარი ქმნის სტაბილური განვითარების პირობებს, რომელიც ერთდროულად ეფუძნება ეროვნული ინტერესების დაცვასა და დასავლურ ინტეგრაციას.

სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოკვეთა. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონების თანაბარი განვითარება, რომლებიც ქმნის საფუძველს გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.

პარალელურად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და კანონის უზენაესობის დაცვა უზრუნველყოფს იმას, რომ სტაბილურობა არ იყოს მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით გაზომილი, არამედ რეალური პოლიტიკური და სოციალური პრაქტიკითაც იყოს გამყარებული.

გარდა ამისა, ქვეყნის სუვერენიტეტი გამყარებულია საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულობითაც. საქართველოს აქვს მკაფიო სტრატეგიული კურსი, რომელიც დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება და სწორედ ეს ქმნის საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას დამატებით გარანტიას აძლევს.

საბოლოოდ, სუვერენიტეტი, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაარსობრივადაც საკმარისად მტკიცეა, რომ ქვეყანამ არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი სტაბილურობაც უზრუნველყოს.

-ფსევდო-ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც არ გამორიცხავენ არჩევნების დღეს დესტრუქციულ სცენარებსა და გადატრიალების მცდელობას. რამდენად რეალისტურია მათი მსგავსი გეგმები და რა პასუხს სთავაზობს მათ საზოგადოება და სამართლებრივი სივრცე ?

ფსევდო-ოპოზიციის მიერ გაჟღერებული დესტრუქციული სცენარები რეალურ საფრთხედ არ განიხილება, რადგან მათ საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ქართველი ამომრჩეველი არაერთხელ გამოეხმაურა მსგავს რადიკალურ მოწოდებებს უარყოფითად და მშვიდობიანი განვითარების არჩევანი გააკეთა.

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე სახელმწიფოს სამართლის მეშვეობით ექნება პასუხი.

ამასთან, საზოგადოების სტაბილურობისკენ განწყობა ყველაზე ძლიერი ბალანსია, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მშვიდობიან კალაპოტში ინარჩუნებს. ამაზე მეტყველებს წინა წლების გამოცდილებაც – არაერთხელ სცადეს დესტრუქციულმა ძალებმა პროვოკაციების მოწყობა, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებმა ყოველთვის შეძლეს კანონის უზენაესობის დაცვა და წესრიგის აღდგენა.

დღეს სამართალდამცავი სისტემა მზად არის, სწრაფად და ეფექტიანად უპასუხოს მსგავს გამოწვევებს. გარდა ამისა, თავად მოქალაქეებიც გაცილებით მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ ნებას : მათ სურთ მშვიდობა, სტაბილურობა და თანმიმდევრული განვითარება. სწორედ ამ ერთიანობამ და საზოგადოებრივი განწყობის სიმტკიცემ აქცია დესტრუქციული გეგმები განუხორციელებელ პროექტებად. ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის მუქარა, რომელიც ანტიკონსტიტუციური ქმედებებით ხელისუფლების შეცვლას ჰპირდება, საკუთარ ბაბლს დარჩება და კვლავაც განუხორციელებელი იქნება.

-დაბოლოს, თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომლის გადალახვაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ გადავიდეს სუვერენული და ეროვნული, სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების სრულფასოვან სისტემაში ?

მთავარი გამოწვევა, რომლის გადალახვაც აუცილებელია, არის ის, რომ უკვე დაწყებული რეფორმები ბოლომდე და თანმიმდევრულად განხორციელდეს ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნოს მათი შედეგი.

თუმცა, ამ მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები : გაძლიერდა სასამართლო სისტემა, შეიქმნა სამართლებრივი გარემო, რომელიც უფრო მეტად ემსახურება მოქალაქეს, იზრდება ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ასევე უმჯობესდება ბიზნეს გარემო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბიზნეს გარემოს კუთხით წლებია მსოფლიო ლიდერებს შორის არის, ის ინვესტორებისთვის ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება.

სახელმწიფოს პოზიტიური როლი გამოიხატება იმაში, რომ სწორედ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სტრატეგიები ქმნის კეთილდღეობის აუცილებელ საფუძველს, დაწყებულია რეგიონული განვითარება, განათლებისა და ეკონომიკის მოდერნიზაცია, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი, არა მხოლოდ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, არამედ ქვეყნის მომავლისთვის სწორი განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

ქართული სახელმწიფოს მთავარი ამბიციაა რეფორმებით მოერგოს ქართულ საჭიროებებს, ეროვნულ და სუვერენულ ინტერესებს და შეინარჩუნოს პოლიტიკური მდგრადობა, სტაბილურობა და მშვიდობა.

აღნიშნული მიზნის მიღწევას, რეგიონში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გარდა, პირდაპირ ებრძვის ქართული ოპოზიცია, რომელიც შინ თუ გარეთ, ყველა დონეზე ქართული სახელმწიფოსთვის ღია მტერია. ქართული ოპოზიცია ქართულ სახელმწიფოს არ წარმოადგენს არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე.

ქართული ოპოზიცია არის მოღალატე ძალა, რომელიც ხალხისგან ითხოვს ხმებს და ომშია ამავე ხალხთან.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor