• February

    9

    2026
  • 70
  • 0
თამთა მეგრელიშვილი : ,,სახელმწიფოს მართვა პრივილეგია კი არა, თავდადებაა”

თამთა მეგრელიშვილი : ,,სახელმწიფოს მართვა პრივილეგია კი არა, თავდადებაა”

დღევანდელ დინამიკურ და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ ლანდშაფტში, იშვიათია იპოვო ანალიტიკოსი, რომელიც მოვლენებს არა მხოლოდ ზედაპირულად აფასებს, არამედ მათ სიღრმისეულ, ღირებულებით ჭრილში განიხილავს. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, თამთა მეგრელიშვილი, სწორედ ასეთი პერსონაა – პრინციპული, გამბედავი და გამორჩეული პოლიტიკური ხედვის მქონე საზოგადო მოღვაწე.

თამთას ანალიზი ყოველთვის გამოირჩევა სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და იმ ურყევი რწმენით, რომ პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, ხალხის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა. მას აქვს უნიკალური უნარი, რთული გეოპოლიტიკური პროცესები ეროვნული ინტერესების პრიზმაში გაატაროს და საზოგადოებას დაანახოს ის გზა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და მშვიდობიან განვითარებაზე გადის. დღეს ჩვენ მასთან ერთად მიმოვიხილავთ მმართველი გუნდის „თვითგაწმენდის“ ფენომენს, დასავლურ კრიზისებსა და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, როგორც სტაბილურობის მთავარ გარანტს.“

-ქალბატონო თამთა, პოლიტიკურ რეალობაში იშვიათია მმართველი ძალა, რომელიც არ ერიდება საკუთარი რიგების მკაცრ თვითკრიტიკას და პასუხისმგებლობის დაკისრებას უმაღლეს დონეზეც კი. „ქართული ოცნების“ პრაქტიკა, როცა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც, კანონის წინაშე პასუხისგებაში მიეცა, ბევრისთვის სახელმწიფოებრივი სიმწიფის ნიშანია. როგორ შეაფასებდით ამ უნარს, როგორც ინსტიტუციური გაძლიერების და არა სისუსტის გამოვლინებას და რას ამბობს ეს მმართველი პარტიის ღირებულებით სისტემაზე ? და ამით ხომ არაა განპირობებული ის თავდასხმები, რაც ასე გახშირდა საქართველოს გენერალური პროკურორის, ბატონი გიორგი გვარაკიძის მიმართ, რომელიც მაღალი კლასის პოლიტიკურად მიუკერძოებელი და პროფესიონალი პროკურორია ?

-ყველა მმართველი ძალა ვალდებულია, საკუთარ მანდატს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით შეხედოს.
ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება, კანონდარღვევებზე კანონიერი რეაგირების ვალდებულებას წარმოშობს და ამ პროცესის ყველა სამართლებრივი პრინციპით დაცვა მმართველი ძალის პოლიტიკური სიმწიფისა და კარგი მმართველობის ერთ-ერთ მთავარი ინდიკატორია.

მიმდინარე პროცესები არის დასტური იმისა, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფოს მართვას არა პრივილეგიად, არამედ პასუხისმგებლობად აღიქვამს და თავის თავში პოულობს პოლიტიკურ გამბედაობასა და მზაობას თვითგაწმენდის რეჟიმზე გადაერთოს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარტია როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ეტაპობრივად განახლდა და არაერთ პოლიტიკურ გამოწვევას გაუძლო, თუმცა გუნდისთვის პრიორიტეტად ეროვნული ინტერესების დაცვა და დავალებად, მოქალაქეების უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა იქცა, რომელიც განვითარების დინამიკიდან და პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე გააზრებულ და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

სახელმწიფო, ისევე როგორც ნებისმიერი მმართველი ძალა, ცოცხალი ორგანიზმია და გადაცდომების სრულყოფილად დამზღვევი მექანიზმი არ არსებობს.

ასეთ შემთხვევებში კანონდარღვევის ხარისხის მიუხედავად, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს კანონდარღვევაზე სათანადო რეაგირება და იბიექტური განცდა იმისა, რომ პრივილეგიით არავინ სარგებლობს.

„ქართული ოცნება“ საკუთარი პრაგმატული პოლიტიკით, ეფექტიანი მმართველობით, კანონის უზენაესობის განმტკიცებითა და კანონის განუხრელი დაცვის პრაქტიკით, არათუ კავკასიის რეგიონში ჩამოყალიბდა მისაბაძ და ლიდერ ძალად, არამედ ევროპულ კონტექსტშიც იკავებს გამორჩეულ პოზიციას.

დღეს დასავლეთში საქართველოს მმართველი გუნდის გამოცდილება განხილვისა და ინტერესის საგნად იქცა, რასაც ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის გარე ჩარევების შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავების პროცესში კონსულტაციებისა და თანამშრომლობის თხოვნა ადასტურებს.

-ეპშტეინის საქმის გარშემო გახმაურებულმა მასალებმა კვლავ გააჩინა კითხვა „ლიბერალური დასავლეთის“ პოლიტიკური და მორალური ელიტების თავგასულობასა და ორმაგ სტანდარტებზე. თქვენი შეფასებით, რამდენად ნათლად აჩვენებს ეს ფაქტები იმ ღირებულებით კრიზისს, რომელიც დასავლურ პოლიტიკურ წრეებშია ჩამოყალიბებული და რატომ აღმოჩნდა საქართველოსთვის სწორი და გრძელვადიანად გამართლებული არჩევანი სუვერენული, პრაგმატული და იდეოლოგიური ზეწოლისგან თავისუფალი პოლიტიკის გატარება ?

-დასავლეთში ღირებულებითი კრიზისი არც დღეს დაწყებულა და არც მხოლოდ ე.წ. „ეპშტეინის ფაილებს“ უკავშირდება.

ბოლო წლების განმავლობაში დასავლურ პოლიტიკურ და მორალურ სივრცეში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება წინააღმდეგობა დეკლარირებულ ღირებულებებსა და რეალურად გადადგმულ ნაბიჯებს შორის. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულმა მასალებმა აღნიშნული კრიზისი უფრო ხელშესახები გახადა და ერთგვარი ლუსტრაციის ეფექტიც მოახდინა, რომელმაც ნათლად აჩვენა, რამდენად სერიოზულია პრობლემები ლიბერალური დასავლეთის ელიტებში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ფაილების გასაჯაროებას არ მოჰყვა შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თავად დანაშაულის ფაქტი მძიმე რეალობაა, თუმცა არანაკლებ პრობლემატურია მისი რეაგირების გარეშე დატოვება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ორმაგი სტანდარტების განცდას და ასუსტებს დასავლეთის მორალურ ავტორიტეტს.

ამ კონტექსტში საქართველოს მიერ არჩეული გზა განსაკუთრებით საყურადღებოა. სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სუვერენული და თავისუფალი პოლიტიკის გატარება, რომელიც არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემას ემსახურება და არა ბრმა მიმბაძველობას.

როდესაც ქვეყანა ან პოლიტიკური გაერთიანება საკუთარ პოლიტიკას და დღის წესრიგს სხვების მიმბაძველობით აყალიბებს, ეს ხშირად მმართველობით კრიზისზე და დამოუკიდებელი, შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილებების დეფიციტზე მიუთითებს, სამწუხაროდ დასავლეთის ქვეყნებში მიმბაძველობის მახინჯი ტენდენცია მყარად დამკვიდრდა, რაც სუვერენული პოლიტიკის გატარების მეორე პლანზე გადაწევას იწვევს.

ევროკავშირსა და ზოგიერთ დასავლურ სახელმწიფოში ხშირად, მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და პოლიტიკური ელიტების მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის თანხვედრა არ არსებობს.

ამ ფონზე საქართველოს გამოცდილება განსხვავებულ სურათს აჩვენებს : ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად მოარგო მოსახლეობის დაკვეთას და მათ საზოგადოების დაკვეთის ამსახველი პოლიტიკა გაატარეს.

სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა არჩევანის სისწორე და შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო ტურბულენტური პროცესებიდან უვნებლად, გაძლიერებული გამოვიდა.

-ბატონ ბიძინა ივანიშვილს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც პოლიტიკურ არქიტექტორს, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ და შიდა გამოწვევებში შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და სახელმწიფოს მართვა უკიდურესი რისკების პირობებში. თქვენი, როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლის შეფასებით, რაში მდგომარეობს მისი გენიალურობა, სტრატეგიულ ხედვაში, დროის სწორად შერჩევაში თუ ძალაუფლების პასუხისმგებლიან გამოყენებაში და რატომ არის ეს მოდელი უნიკალური თანამედროვე პოლიტიკაში ?

-ბიძინა ივანიშვილის, როგორც კრიზისების მმართველი ლიდერის, შეფასება პირველ რიგში მის ღირებულებით საფუძვლებსა და სტრატეგიულ აზროვნებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

მისი ცხოვრების გზის გაანალიზება ცხადყოფს, რომ სამშობლოსადმი ერთგულება და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობა წარმოადგენს მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედს.

სწორედ ეს ღირებულებითი ჩარჩო განაპირობებს მის ადამიანურ თუ პოლიტიკურ ავტორიტეტს.

მისი ლიდერული უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის გადაწყვეტილებების მიღების რაციონალური და არა ემოციური ხასიათი. ბიძინა ივანიშვილი გამოირჩევა იმით, რომ მაღალი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და საზოგადოებრივი წნეხის პირობებშიც კი, ინარჩუნებს სიმშვიდეს და გადაწყვეტილებებს იღებს გააზრებულად, მშვიდი ანალიზის საფუძველზე.

ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს სპონტანური, ემოციებზე დაფუძნებული შეცდომების რისკს და უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების სიღრმესა და სტრატეგიულ სისწორეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. იგი ძალაუფლებას და საკუთარ მდგომარეობას მიიჩნევს პასუხისმგებლობად და არა პრივილეგიად, სწორედ ამ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების, დროის სწორად შერჩევისა და სტრატეგიული ხედვის ერთობლიობა ქმნის ლიდერობის იმ მოდელს, რომელიც თანამედროვე პოლიტიკაში იშვიათია და რომელიც ბიძინა ივანიშვილს კრიზისების მართვის კონტექსტში უნიკალურ ფიგურად აყალიბებს.

ბოლო წლები საქართველოსთვის მძიმე, ამავდროულად პოზიტიური გამოცდების პერიოდი იყო. ქვეყანა ერთდროულად დადგა როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე, რასაც უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლა დაემატა, ყოველდღიურობა გახდა დესტაბილიზაციის მიზანმიმართული მცდელობები, რევოლუციური სცენარების არაერთი მცდელობა და სახელმწიფოს შიდა პროცესებში უხეში ჩარევის ფაქტები. ასეთ პირობებში მმართველი გუნდის მთავარ ამოცანას ერთის მხრივ მშვიდობის და განვითარების შენარჩუნება წარმოადგენდა, მეორეს მხრივ კი სუვერენიტეტის გაძლიერება.

ამ რთულ ვითარებაში მმართველმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პასუხისმგებლობის მაღალი განცდით პრაგმატული გზა აირჩია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც ემყარებოდა გონივრულ ანალიზს, დროის სწორ შეფასებასა და ეროვნული ინტერესების უპირატესობას. სწორედ ამ მიდგომამ უზრუნველყო ქვეყნის მშვიდობიან გზაზე გაყვანა და თავიდან აარიდა ის სცენარები, რომელიც ჩვენს ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანდა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესების პარალელურად საქართველომ არა მხოლოდ სტაბილურობა შეინარჩუნა, არამედ შეძლო ეკონომიკური განვითარება. დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, გაძლიერდა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკა, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები და სახელმწიფო ინსტიტუტებმა კი, სიძლიერე, მოქნილობა და ეფექტურობა აჩვენეს.

დღეს არსებული შედეგები ცხადყოფს მმართველი გუნდის პოლიტიკურ სიმწიფეს, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერესა და ქვეყნის მიერ არჩეული განვითარების კურსის სისწორეს. მიღწეული სტაბილურობა, ეკონომიკური პროგრესი და მშვიდობის შენარჩუნება არის გააზრებული პოლიტიკის, მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ეროვნული ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შედეგი.

ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor