• February

    8

    2025
  • 163
  • 0
თამთა მეგრელიშვილი: ,,ყველა ინიციატივა, რომელიც დღის წესრიგში დგას არის საჭირო და აუცილებელი – ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის კიდევ ერთი გარანტიაა”

თამთა მეგრელიშვილი: ,,ყველა ინიციატივა, რომელიც დღის წესრიგში დგას არის საჭირო და აუცილებელი – ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის კიდევ ერთი გარანტიაა”

,,ხალხის ძალის” წევრი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ქალბატონი თამთა მეგრელიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა საკუთარი პროფესიონალური და ინტელექტუალური შესაძლებლობებით.

ჩვენი მკითხველი მას პირველად ეცნობა და დარწმუნებული ვართ, რომ ის მათ სიმპატიას დაიმსახურებს, ვინაიდან მისი აზროვნება არის გამორჩეული. ქალბატონი თამთა, უდავოდ, ღრმა ინტელექტუალი და ერთ-ერთი ნათელი სახეა, რომელსაც შეუძლია ყველაზე კომპლექსური, რთული პოლიტიკური თემებიც კი მარტივად გაანალიზოს და საზოგადოებას მისთვის გასაგებ ენაზე შესთავაზოს. ეს მას უნიკალურ და გამორჩეულ ფიგურად ხდის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენი რესპონდენტები ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ და საზოგადოებას ყველაფერს ბოლომდე უხსნიდნენ, ისევე როგორც ქალბატონი თამთა ამ ინტერვიუში დეტალურად განუმარტავს საზოგადოებას მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განსაკუთრებულ საინტერესო ასპექტებს.

ქალბატონო თამთა, საქართველო სრულად სუვერენულ პოლიტიკას ატარებს და პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი ვიზიტები ამის ხილული მტკიცებულებაა. მინდა გკითხოთ, როგორ აისახება ასეთი დამოუკიდებელი პოლიტიკის კონტურების მოხაზვა საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით და ზოგადად
რეგიონულ კონტექსტში ?

-პოლიტიკური ტრანზიციის ეტაპი, გავდივართ რაც ითხოვს პოლიტიკური თანაცხოვრების ახალ სტილს და ამაში განსაკუთრებული როლი აკისრია ,,ხალხის ძალას”, რომელიც ამ პოლიტიკურ-ინტელექტუალურ პროგრესშია ჩართული და რაციონალურ ზემოქმედებას ახდენს სოციუმის და პოლიტიკური აქტორების იდეოლოგიურ კონცეფციებზე.

,,ხალხის ძალა” არის ძალა, რომელმაც თამამი უარი თქვა პოლიტიკურ იდეოლოგიურ მონიზმზე და ყველას დაანახა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის უპირატესობა.

,,ხალხის ძალამ” დაიწყო პოლიტიკური საზოგადოების ფორმირების პროცესი და მას ეროვნული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებით პოზიციები გაუმყარა მმართველმა გუნდმა ,,ქართულმა ოცნებამ”.

ამ ხელწერით დამოუკიდებელი პოლიტიკის კონტურების მოხაზვა საქართველოს სამომავლო პერსპექტივებზე ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით და ზოგადად რეგიონულ კონტექსტში, იყო დიდი გამბედაობა, თუმცა აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი.

ღია ეროვნულმა პოლიტიკამ და ,,დაუძინებელი მეგობრების მხილებამ” ,,ნაცმოძრაობა” და მთელი ოპოზიცია პოლიტიკურ საცერში გაატარა და წარმოაჩინა, როგორც ფსიქოპათოლოგიური ძალა, რომელიც ამოვარდნილია დღეს ქვეყნისთვის აუცილებელი მოთხოვნებიდან.

ქართულ საზოგადოებას უკვე გააჩნია პოლიტიკური რაციონალურობა. მისი დიდი ნაწილისთვის მიუღებელია ინტელექტუალური პოტენციალის არ მქონე ანტიეროვნული ძალის პოლიტიკური აქტიურობა.

მოქმედი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დაკვეთაა ქართული ამბიციით, ეროვნული საჭიროებების დაცვა და ამ პოლიტიკურ მოლოდინს მმართველი გუნდი და მასთან ერთად ,,ხალხის ძალა” ნამდვილად ამართლებს და გაამართლებს.

დღეს სუვერენიტეტის დაცვა პოლიტიკურ ინსტრუქციად იქცა და აღარ არის უბრალო სიტყვა.

-რამდენადა მოსალოდნელია ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით, ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან, როგორც ამაზე ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ?

-სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა ,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტოგენეზი გავაკეთო – ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, საკუთარი მმართველობის
პერიოდში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ტელევიზიების მიტაცებაზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი ადამიანების პირდაპირ ,,ჩარეცხვაზე”.

ეს არის ძალა, რომელიც რეფორმების სახელით აუპატიურებდა და კლავდა ქართველს.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით ციხეში პატიმრების წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, პრაგმატული მეთოდი – ციხის სამართავად და სადო-მაზოხისტური ტკბობა – ციხის ადმინისტრაციისთვის.

ამ ძალის მმართველობის სისხლიანი ცხრა წელი გამოუსწორებელი, მძიმე შედეგების მატარებელია, თუმცა გვასწავლის იმას, რომ ასეთი ტიპის მმართველობა საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს.

2012 წლიდან ქართულ სახელმწიფოში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო, კერძოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანზე, მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა, აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის მძიმე პრაქტიკა, აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტი, დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე, თვისობრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, გაიცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ამ გარდამტეხი ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩა ყველა პოლიტიკურ საჭიროებას და დარჩა პარტიად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკულარული ინტერესებით, ძალად, რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან.

დიახ, ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელსაც რცხვენია ქართველობის.

,,ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ის ხან ღია და ხანაც ფარულ კოალიციაშია სხვა ოპოზიციურ ძალებთან, მას ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დაუძინებელი მეგობრებისაგან, უშუალოდ დასავლეთისგან და ამ ბოლო პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაციისაგან.

საქართველოში ბაიდენის ადმინისტრაცია ახალისებდა ძალებს, რომელთა მთავარი პოლიტენერგია იყო და არის ექსტრემიზმი და რადიკალიზმი.

დღეს გლობალურ პოლიტიკაში ტრამპის ფაქტორი დიდია, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური თუ მორალური ღირებულებები თანხვედრაშია ერთმანეთათან. შესაბამისად, არის აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მყარი მოლოდინი, რომელთან დაკავშირებითაც ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა ირაკლი კობახიძემ.

ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება გაანეიტრალოს მსოფლიო პოლიტიკური თუ მორალური შიზოფრენია და პოლიტიკაში თუ ყოფით ცხოვრებში დააბრუნოს ის ღირებულებები, რომელიც რეალური განვითარების შესაძლებლობებს იძლევა.

როგორ შეაფასებდით იმ ფართო საკანონმდებლო ცვლილებების რეფორმას, რაც მიმდინაარეა და სხვადასხვა კუთხით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, რომ დესტრუქციული ოპოზიციის თავგასულობა აღიკვეთოს ?

-ფართო საკანონმდებლო ცვლილებების რეფორმა, რომელიც მიმდინარეა და სხვადასხვა კუთხით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, არის სამართლებრივი იარაღი დესტრუქციული ოპოზიციის თავგასულობისა და ამორალურობის აღსაკვეთად.
გამჭვირვალიბის კანონი, რომელმაც კანონის მიღებამდე იმუშავა და გააშიშვლა მთელი არასამთავრობო სექტორი თავისი მნიშვნელობით იყო და არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. ასევე კანონი ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა, არის ზნეობრივი აქტი, რომელმაც აღკვეთა ამორალურობის პროპაგანდა.

დღეს მიდის საუბარი, რომ მიღებულ იქნება ფარას ანალოგი, ანუ ნარატივს, რომ ,,გამჭვირვალობის კანონი” რუსულია შინაარსი დაეკარგება და იმედია, აშშ-ს საელჩოს წინ, მათ მიერ აქამდე დაფინანსებულ არასამთავრობო სექტორს არ ვიხილავთ.

ყველა ინიციატივა, რომელიც დღის წესრიგში დგას არის საჭირო და აუცილებელი და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის კიდევ ერთი გარანტიაა.

რა შედეგი შესაძლოა მოჰყვეს ზოგადი პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების თვალსაზრისით, 49 ოპოზიციური დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას ?

-ქართული ოპოზიცია ჩამორჩა პოლიტიკურ საჭიროებას და დარჩა ძალად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკულარული ინტერესებით.

ის არის ძალა, რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან.

ქართულ ოპოზიციას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ამიტომ ის წავიდა ვა-ბანკზე და არაერთგზის სურდა რევოლუცია, რაც დიდი დაფინანსებისა და გარედან ხელშეწყობის მიუხედავად არ გამოუვიდა.

კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობა” აერთიანებს პარტია „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ და ამ ძალების ერთობა ერთი სენია ქართული სახელმწიფოსთვის.

ეს ძალები ერთად და ცალ-ცალკე პასუხისმგებლობას იღებენ ,,ნაციონალური მოძრაობის” სისხლიან მმართველობაზე.

ქართულ პოლიტიკას არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ოპონირებას შეძლებდა მმართველ ძალასთან.

შესაბამისად, 49 ოპოზიციურ დეპუტატს, რომელსაც არ სურდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო საკუთარი ამომრჩევლის, თუ არა ქვეყნის წინაშე, საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა, ანუ დაკმაყოფილდა ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება, რომელმაც პოლიტიკური არა უთხრა ამ დესტრუქციულ ძალებს და ქვეყანამ მათ გარეშე, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ბარიერების გარეშე უნდა გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა.

დაბოლოს, რაკიღა ჩვენი მკითხველისთვის ჩვენს მედიაში თქვენი პირველი წარდგენა გახლავთ, გთხოვთ, მოკლედ მოუთხროთ ჩვენს პუბლიკას თქვენს შესახებ და თქვენს სამომავლო გეგმებზე ?

-მე გახლავართ თამთა მეგრელიშვილი – ექსპერტი, ანალიტიკოსი, ,,ხალხის ძალის” წევრი, პოლიტიკური ჯგუფის ,,ხალხის ძალის” აპარატის უფროსი პარლამენტში. სამართალმცოდნე, საჯარო მმართველობის დოქტორი. ვეწევი აკადემიურ საქმიანობას.

ვარ და მსურს ვიყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. მინდა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მეც დავდო ჩემი წილი აგური.

ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე

p.s. ,,GEO NEWS” წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს ქალბატონ თამთას, იმ დიდ საქმეში, რასაც ის ქვეყნისთვის აკეთებს. 

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor