• November

    18

    2024
  • 54
  • 0
თბილისის მერია თსუ-თან მიმდინარე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემის დროებით ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია თსუ-თან მიმდინარე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემის დროებით ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია თსუ-თან მიმდინარე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემის დროებით ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით.

მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით. დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.

შესაბამის მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად. იმავე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. რაც შეეხება N385, N387 და N397 ავტობუსებს, ისინი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor