• December

    8

    2024
  • 72
  • 0
თბილისის მერია – ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის დასრულებული და არ არის უსაფრთხო, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე

თბილისის მერია – ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი არ არის დასრულებული და არ არის უსაფრთხო, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მერიის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებული წინასაახალწლო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ნაძვის ხის კონსტრუქცია, რომლის მონტაჟიც არ არის საბოლოოდ დასრულებული და არ არის უსაფრთხო.

„მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor