• July

    9

    2024
  • 87
  • 0
თბილისის მერია – სოციალურ ქსელებში შექმნილია ყალბი ანგარიშები, რომლებიც კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვას

თბილისის მერია – სოციალურ ქსელებში შექმნილია ყალბი ანგარიშები, რომლებიც კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვას

თბილისის მერია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში ყალბი ანგარიშებიდან და საიტებიდან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.

თბილისის მერია საზოგადოებას მოუწოდებს არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები.

„მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor