
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული 30-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა და აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ლოკაციაზე, რეკრეაციულ ზონაში, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული 30-მდე დაუსრულებელი ხის, ასევე სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა.
„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. დემონტაჟი ჩაუტარდა ათულობით უკანონო შემოღობვასაც. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





