• October

    12

    2025
  • 66
  • 0
თბილისის პროკურატურამ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ქმედებებში სისხლის სამართლებრივი გადაცდომა ვერ დაინახა და საქმე შსს-ის გენერალურ ინსპექციას დაუბრუნა

თბილისის პროკურატურამ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ქმედებებში სისხლის სამართლებრივი გადაცდომა ვერ დაინახა და საქმე შსს-ის გენერალურ ინსპექციას დაუბრუნა

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ჩვენ არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენით დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს უფროსს და მის მოადგილეს, კახაბერ რაზმაძეს, რომელსაც გენერალურ პროკურატურაში ჩვენმა იურისტმა, ხოლო შსს-ის გენერალურ ინსპექციაში ჩვენმა დამფუძნებელმა უჩივლა.  

რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია სათაურით – თბილისის პროკურატურა პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის დანაშაულებრივი ქმედებებით დაინტერესდა !

იხ. ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a/

პუბლიკაციაში ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ველოდებოდით რა შედეგს დადებდა შსს-ის გენერალური ინსპექცია, სადაც მოკვლევა პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს გადაცდომებზე ამა წლის 24 აპრილიდან დაწყებულია, ასევე ველოდით გენერალური პროკურატურის რეაგირებას, რაზედაც დაუყოვნებლივ გაუწყებდით.

თბილისის პროკურატურამ პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის ქმედებებში სისხლის სამართლებრივი გადაცდომა ვერ დაინახა ( არ გაგვკვირვებია ) და საქმე შსს-ის გენერალურ ინსპექციას დაუბრუნა, სადაც ადმინისტრაციული მოკვლევა მიმდინარეობს და უდავოდ, მათი გასარკვევია მტყუან-მართალი ! 

ახლა ჯერი შსს-ის გენერალურ ინსპექციაზეა. ჩვენ კი ჩვენის მხრივ ამ უწყებასთან თანამშრომლობას განვაგრძობთ.

საინტერესოა რით დასრულდება მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. შედეგს დაუყოვნებლივ გაცნობებთ. 

ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია – არავინ დარჩება დაუსჯელი, არავინ….ჩვენ მხარეს სიმართლეა, რომელსაც ვერავინ ვერსად გაექცევა, როგორც არ უნდა უნდოდეს !

მოამზადა – თამთა მაისურაძემ

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor