
თბილისის პროკურატურა პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის დანაშაულებრივი ქმედებებით დაინტერესდა !
,,GEO NEWS”-მა ახლახან გამოვაქვეყნა ორი სტატია სათაურით : პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე – ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლო ? რატომ და ვისი დავალებით ახდენდა პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე ,,GEO NEWS”-ის დამფუძნებლის დისკრედიტაციას ?
პუბლიკაციებში ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ველოდებოდით რა შედეგს დადებდა შსს-ის გენერალური ინსპექცია, სადაც მოკვლევა პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს გადაცდომებზე ამა წლის 24 აპრილიდან დაწყებულია, ასევე ველოდით გენერალური პროკურატურის რეაგირებას, რაზედაც დაუყოვნებლივ გაუწყებდით.
ორიოდე დღის წინ, ჩვენი დამფუძნებელი, ქეთი ხომერიკი, ასევე ჩვენი იურისტი, ირაკლი კერესელიძე თბილისის პროკურატურამ გამოკითხა – გამოძიება სრული ტემპით მიმდინარეობს. შედეგად გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულის ჭრილში დეტალურად და სკულპულოზურად გამოიკვლევს პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძეს ბრალეულობის საკითხს. ამითვე გასაგები ხდება შსს-ის გენერალური ინსპექციის დროებითი პასიურობაც, რადგან რაკიღა საკითხის კვლევა მიმდინარეობს სისხლის სამართლის ჭრილში, შესაბამისად, ადმინისტრაციული პროცედურები დროებით დაპაუზებულია.
,,GEO NEWS” გამოხატავს საფუძვლიან იმედს, რომ მსგავსი შსს-ს თავშეფარებული ინდივიდები, როგორიც პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძეა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდებიან ჩვენი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს და აღარ ექნებათ შესაძლებლობა ბოროტად მანიპულირებდნენ საქართველოს მოქალაქეების ბედისწერით. შესაბამისად, შეწყდება კახაბერ რაზმაძეს დამკვეთების მიერ ,,GEO NEWS”-ის და მისი დამფუძნებლის ოჯახის დევნაც !
P.S. შედეგებს დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
,,GEO NEWS”





