• December

    27

    2024
  • 85
  • 0
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური სწავლება გაიმართა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური სწავლება გაიმართა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება „თბილისი 2024“ გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის, „ტავ ჯორჯიას“, ავიაკომპანია Camex-ის თანამშრომლებმა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, შსს-ის შესაბამისმა დანაყოფმა.

იმიტირებული სცენარის თანახმად, ანონიმური ზარის და წერილის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ სატვირთო ავიაკომპანია Camex-ის საჰაერო ხომალდზე აღმოჩნდება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილებით, საფრთხის რეალობიდან გამომდინარე ადგილზე იძახებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურ დანაყოფს. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სწავლებას აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს იმართება სრულმასშტაბიანი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. რაც გულისხმობს, ყველა შესაბამისი ძალოვანი უწყების ჩართულობას. რეალური პრაქტიკული სწავლება გულისხმობს საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი აკრძალული ნივთის პოვნას და შესაბამის კოორდინაციას სამსახურებს შორის. მსგავსი ტიპის სწავლებები მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურების მუდმივი მზადყოფნისათვის ნებისმიერი კრიზისული ვითარების სამართავად და იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ უსაფრთხო და მშვიდი ფრენები“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, ორ წელში ერთხელ ტარდება. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor