• January

    28

    2025
  • 72
  • 0
თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილის, არასრულწლოვან მიქაელ მეძმარიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილის, არასრულწლოვან მიქაელ მეძმარიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციების მონაწილის, არასრულწლოვან მიქაელ მეძმარიაშვილის ადმინისტრაციული საქმე განიხილა.

მეძმარიაშვილს შსს-ს წარმომადგენელი 11 დეკემბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავება. იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, პროცესი მოსამართლემ დახურა.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთეს თავად მიქაელ მეძმარიაშვილმა და მისმა დედამ, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ.

როგორც მათ განაცხადეს, საქმეში არსებული ვიდეოკადრებიდან არ ჩანს, რომ მიქაელ მეძმარიაშვილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა. მათივე განმარტებით, კადრებიდან, რომელიც ასევე მედიას მიაწოდეს, ჩანს მხოლოდ ის, რომ რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია, ხალხია შეკრებილი და აქციის მონაწილეებს შორის მშვიდობიანად დგას მიქაელ მეძმარიაშვილი.

მოსამართლემ პროცესი 28 თებერვლისთვის გადადო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor