• September

    27

    2024
  • 62
  • 0
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – ბრალდებული სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – ბრალდებული სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან გადაისინჯება ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს “ვივამედიდან” დისტანციურად ერთვება, თუმცა, მისი გამოსახულება არ ჩანს, ვინაიდან სხდომათა დარბაზი შეიცვალა, სადაც მონიტორი არ არის.

აღნიშნულს როგორც ბრალდებული სააკაშვილის, ასევე დარბაზში მყოფი მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა, ყოფილი პრეზიდენტის ვიზუალური მხარის გამოჩენა უზრუნველეყო.

“როდესაც დისტანციურად ერთვება, საშუალება გვაქვს, მოვისმინოთ მისი ხმა და ვხედავდეთ მის ვიზუალს. არ ვიცი, რა დავალებით, რა მიზნით უზრუნველყავით ის, რომ ბრალდებულს ვერ ვხედავდეთ. ჩვენი მოთხოვნაა, შესაძლებლობა მოგვცეთ, მიხეილ სააკაშვილს ვხედავდეთ”, – განაცხადა ბასილაიამ.

“ძალიან კარგად გავიგე და ძალიან კარგად ვხვდები, რასაც აკეთებ! თქვენ გეშინიათ! თქვენს პატრონებს ეშინიათ. გეშინიათ ჩემ მიმართ ხალხის მხარდაჭერის. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რას ნიშნავს დინამიკებში ისმის? მაშინ სასამართლო დარბაზში ჩამოგეცვათ თავზე ტომარა. ძალიან მრცხვენია, რომ ქართულ გვარს არცხვენთ და მით უმეტეს, მეგრულ გვარს, ბატონო ჯინჯოლია”, – მიმართა მოსამართლეს სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა, სურდა თუ არა პროცესის გაგრძელება, მისი თანხმობის შემდეგ, სხდომა სააკაშვილის განცხადებით გაგრძელდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor