• December

    28

    2024
  • 183
  • 0
თბილისსა და რეგიონებში „ერთობის ჯაჭვის“ აქცია იმართება

თბილისსა და რეგიონებში „ერთობის ჯაჭვის“ აქცია იმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს „ერთობის ჯაჭვის“ აქცია იმართება.

დედაქალაქში პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ შვიდ ხიდზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს „ცოცხალი ჯაჭვით“ დაუკავშირდნენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, პროფესიისა და სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქციით მათ უნდათ აჩვენონ, რომ ერთიანი არიან მოთხოვნებში, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეები.

„ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც აქციას ზაარბრიუკენის მოედანზე შეუერთდა.

„ერთობის ჯაჭვის“ აქციაზე იმყოფებიან პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაუ ვავრიკევიჩი და ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი, რომლებიც მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor