
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თ.ქ. ბრალდებულის სახით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.




