• October

    28

    2025
  • 35
  • 0
თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 2002 წელს დაბადებული ლ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 142 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო.

პოლიციის მიერ, ასევე, ლ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor