
„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ ახლომდებარე ურნაში განათავსონ
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თხინვალას დასახლებაში ცენტრალური გზის ორივე მხარე და ლეო კვაჭაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში, 40-მდე თანამშრომელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, უკანონოდ არ განათავსოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენი და მოათავსოთ მხოლოდ ახლომდებარე ურნაში. მსგავსი დასუფთავების ღონისძიება თბილისის ყველა რაიონში ტარდება. დედაქალაქში სისუფთავე რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია მოსახლეობის თანადგომა და მათი მხრიდან ნარჩენების განთავსების წესის დაცვა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.





