
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი, საზოგადოება
თეგეტა ჰოლდინგი და ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრი, Caucasus Medical Centre, ჯანმრთელობის სპეციალურ პროგრამას იწყებენ
თეგეტა ჰოლდინგი და ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრი, Caucasus Medical Centre, იწყებენ ჯანმრთელობის სპეციალურ პროგრამას – Tegeta Health Drive.
ინიციატივა ემსახურება თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პრევენციული მედიცინის პოპულარიზაციასა და მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროგრამის ფარგლებში თეგეტელებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ პერსონალიზებული მომსახურებით, ჩექაფ-საჩუქრებით, მასტერკლასებითა და ადგილზე ჩატარებული სამედიცინო კამპანიებით, ასევე სხვადასხვა კონკურსსა და მრავალფეროვან აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჰოლდინგის კორპორაციული პასუხისმგებლობის გრძელვადიანი ხედვის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მსგავსი ინიციატივებით კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე.





