• February

    13

    2025
  • 67
  • 0
თეთრი სახლის პრესსმდივანი – დონალდ ტრამპს რუსეთში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს

თეთრი სახლის პრესსმდივანი – დონალდ ტრამპს რუსეთში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რუსეთში ვიზიტის შესახებ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

„თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება სურს. ტრამპმა ეს არაერთხელ განაცხადა“, – აღნიშნა ლევიტმა.

პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პუტინს განიხილავს, როგორც რეგიონულ კონკურენტს, მაგრამ მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპმა საუბრის შემდეგ აღნიშნა, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს მოიცავს. ხოლო რუსული მედია წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor