• February

    4

    2025
  • 87
  • 0
თეთრი სახლი – ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მსახურობს, როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომელი

თეთრი სახლი – ილონ მასკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მსახურობს, როგორც მთავრობის სპეციალური თანამშრომელი

ილონ მასკი მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სტატუსით მსახურობს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ილონ მასკი ოფიციალურად მსახურობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომელი“.

როგორც „სიენენი“ წერს, ეს სტატუსი ნიშნავს, რომ ილონ მასკი არ არის მოხალისე, მაგრამ არც სრულ განაკვეთზე მომუშავე ფედერალური თანამშრომელია.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, „მთავრობის განსაკუთრებული თანამშრომელი არის ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს ან, სავარაუდოდ, იმუშავებს მთავრობისთვის 365-დღიან პერიოდში 130 დღე ან ნაკლები“.

„სიენენის“ წყაროს ინფორმაციით, მასკი ამ სამსახურისთვის ანაზღაურებას არ იღებს.

მედიის ცნობით, ეს თანამდებობა ასევე ავალდებულებს მასკს, დაემორჩილოს მთავრობის ეთიკის ბევრ სტანდარტს, თუმცა არა – ყველას. ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა მასკის სტატუსი მისგან საჯარო ფინანსური დეკლარაციის წარდგენას.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor