• August

    25

    2024
  • 66
  • 0
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ყურადღებით უწევს მონიტორინგს ისრაელსა და ლიბანში მიმდინარე მოვლენებს. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი აცხადებს, ბაიდენის დავალებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები თავის ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციას აწარმოებენ.

„ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას და ვიმუშავებთ რეგიონში სტაბილურობისთვის“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

პენტაგონშიც, ასევე, ამბობენ, რომ მზად არიან, ისრაელის თავდაცვას მხარი დაუჭირონ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა, ხოლო ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ავიაიერიშები ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელდა. მათივე თქმით, ისრაელმა დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც ცხადი გახდა, რომ „ჰეზბოლა“ ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor