• March

    31

    2025
  • 88
  • 0
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიღებულია ზომები, რათა აღარ განმეორდეს Signal-ის ჩატის მსგავსი შემთხვევა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ზომებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ საქმეს დახურულად მიიჩნევს.

„როგორც პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, მაიკ უოლცი კვლავ რჩება მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვან წევრად. ეს საქმე თეთრ სახლში დახურულია. მიღებულია ზომები, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. პრეზიდენტი, მაიკ უოლცი და მისი მთელი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად. თუ თქვენ დააკვირდებით, ნახავთ, რამდენად უფრო უსაფრთხოა ამერიკის შეერთებული შტატები ამ გუნდის ხელმძღვანელობით“, – თქვა ლევიტმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა. მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უოლცმა აიღო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor