• January

    15

    2025
  • 90
  • 0
თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება, აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე „ჰამასის“ პასუხს ელოდებიან

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება, აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე „ჰამასის“ პასუხს ელოდებიან

თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია იმართება, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა გზა გადაკეტა.

აქციის ორგანიზატორთა ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი რამდენიმე წარმომადგენელი იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ეს იქნება ყველაზე გრძელი ღამე“, რადგან ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე „ჰამასის“ პასუხს ელოდებიან.

როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ მძევლების ფოტოები და ბანერები წარწერით: „შეაჩერე სისხლიანი ომი“. დემონსტრანტები სკანდირებენ: „ბოლო მძევლის დაბრუნების გარეშე გამარჯვება არ იქნება“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor