• January

    28

    2025
  • 82
  • 0
თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია

თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია

სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პირველი ეკიპაჟი ოთხ წუთში მივიდა, რამაც მოგვცა საშუალება, ხანძრის გავრცელება არ მომხდარიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. დაიწვა როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ტანსაცმელი, პლასტმასი. ამ ეტაპზე მოხსნილია ცეცხლის გავრცელების საფრთხე“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი ხუთი ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor