• September

    22

    2025
  • 45
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – ლამაზი რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც ძალადობრივი ქმედებაა, საზიზღრობას რაიმე ლამაზი სიტყვის წამატება ვერ გააკეთილშობილებს

თენგიზ შარმანაშვილი – ლამაზი რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც ძალადობრივი ქმედებაა, საზიზღრობას რაიმე ლამაზი სიტყვის წამატება ვერ გააკეთილშობილებს

ლამაზი რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც ძალადობრივი ქმედებაა, საზიზღრობას რაიმე ლამაზი სიტყვის წამატება ვერ გააკეთილშობილებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ, მაგრამ ამ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი არ უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ამაში ჩაერევა, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, სახელმწიფომ ის უნდა აღკვეთოს. შეიძლება, ჩვენი მომხრეებიც მივიდნენ ინტერესის გამო – აბა რის გაკეთებას აპირებენ, ისინიც შეიკრიბონ, პრობლემა არ არის. თუ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც უნდათ ის გააპროტესტონ. ლამაზი რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც ძალადობრივი ქმედებაა. ყველას კარგად გვესმის, რომ საზიზღრობას რაიმე ლამაზი სიტყვის წამატება ვერ გააკეთილშობილებს. ლამაზი ადამიანების გალახვა, ქალბატონის შეურაცხყოფა ლამაზად არ არსებობს. მით უმეტეს, რევოლუციაც არ არსებობს. ეს არის შენიღბვა მათი დესტრუქციული ქმედებების, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ქართველ ხალხს დესტაბილიზაცია არაფერში სჭირდება“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor